არაოფიციალურად: ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი თბილისშია. ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი ვითიბი ლიგაზე "ვითა"-"ბაიზონსის" მატჩს დაესწრო.

ის შეხვედრას თვალს ტრიბუნებიდან, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ბოისას გვერდით მყოფი ადევნებდა.

"საქართველოს ნაკრების მწვრთნელიო", კი დავწერეთ, მაგრამ ილიას ზუროსი ჯერ ოფიციალურად არ დანიშნულა.

თუმცა პარასკევს პრესკონფერენცია იგეგმება, სადაც ბერძენი სპეციალისტი ოფიციალურად გააფორმებს ხელშეკრულებას ჩვენს კალათბურთის ფედერაციასთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ მიმაჩნია ამ კაცის ჩვენი ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა სწორ ნაბიჯად და ღმერთმა ქნას ვცდებოდე.საქართველოს ნაკრებს ყველაზე უკეთესად თამაში სწრაფი პირველი შეტევით გამოსდის და ეს კაცი ასეთი კალათბურთის მიმდევარი არ ჩანს მის გუნდებში ნაჩვენები თამაშებით.
მიმაჩნია რომ ბაგატსკისი უკეთესი ვარიანტი იქნებოდა!
ქომაგი
11:09 18-02-2016
0
ნამდვილად კარგი მცვრტნელია
ალეკსანდრე
11:12 18-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული