ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი ილიას ზუროსი უკვე თბილისშია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი თბილისშია.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინათ უცხოურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი ზუროსია. ამ ინფორმაციას საფუძველი რომ ჰქონდა, მოგვიანებით კალათბურთის ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს.

როგორც ჩანს საქმე სერიოზულადაა, რასაც ილიას ზუროსის თბილისური ვიზიტიც ადასტურებს. იგი საქართველოშია და სუპერლიგის მატჩებსაც ესწრება. როგორ დასრულდება მოლაპარაკებები, ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.

მანამდე კი მოგახსენებთ, რომ 49 წლის მწვრთნელი ამჟამად უმუშევარია და გადაწყვეტილი აქვს მხოლოდ სანაკრებო საქმიანობით დაკავდეს. საკლუბო კარიერაში დროებითი
პაუზა აქვს აღებული. ზუროსი 2011 წელს ევრობასკეტზე საბერძნეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა და საქართველოს წინააღმდეგაც ითამაშა. მუშაობდა ევროლიგის და საბერძნეთის ჩემპიონატის კლუბებში: "ოლიმპიაკოსში", "ჟალგირისში", "პანელინიოსში", "ეფესში"... ბოლო კლუბი თურქული "თოფაზი" იყო, რომელსაც 2014-15 წლების სეზონში წვრთნიდა

მას შემდეგ რა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატთა სიას იგორ კოკოშკოვი გამოაკლდა, სამი კანდიდატი დარჩა - ილიას ზუროსი და ორი სერბი სპეციალისტი. თუმცა უკანასკნელთა ვინაობა ჯერ არ გაუმხელიათ.
ასევე დაგაინტერესებთ