სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
დღეს საქართველო ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევში მეტოქეების ვინაობას შეიტყობს
10:38 22-01-2016
დღეს, 22 იანვარს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში კალათბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი (საკვალიფიკაციო) ტურნირის კენჭისყრა ჩატარდება, სადაც 27 ნაკრები გადანაწილდება ჯგუფებში და დაიწყებს ბრძოლას ევრობასკეტის 11 საგზურისთვის.

წილისწყრა ჩვენი დროით 13:30 საათზე დაიწყება და გვეცოდინება იმ გუნდების ვინაობა, რომლებთანაც საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს ნაკრები იბრძოლებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი ცნობილია: 27 გუნდი 7 ქვეჯგუფში გადანაწილდება. შეიქმნება 6 ოთხგუნდიანი და 1 სამგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფების გამარჯვებულები, პლუს 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს ევრობასკეტის საგზურს. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს 24 გუნდი, რომელთაგან 13 უკვე ცნობილია და შესაბამისად, საკვალიფიკაციო ტურნირში ბრძოლა 11 საგზურისთვის გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულები არიან: ისრაელი, რუმინეთი, თურქეთი, ფინეთი (ევრობასკეტის მასპინძლები), ესპანეთი, ლიტვა (ევრობასკეტის ფინალისტები), საბერძნეთი, ლატვია, ხორვატია, ჩეხეთი, იტალია, საფრანგეთი და სერბეთი (ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წევრები).

კენჭისყრაზე გუნდები 4 კალათაში იქნებიან განთესილნი. საქართველო, რა თქმა უნდა, წინა ევრობასკეტის შედეგების გათვალისწინებით (მერვედფინალში ვიასპარეზეთ), პირველ კალათაშია განთესილი. ანუ ვიცით, რომ საკვალიფიკაციოში ჩვენი ნაკრების მეტოქეები არ იქნებიან პირველი კალათის დანარჩენი წევრები: პოლონეთი, სლოვენია, ბელგია, რუსეთი, გერმანია და მაკედონია.

ევრობასკეტი 2017-ის ფინალური ეტაპი ოთხ ქვეყანაში: რუმინეთში, ფინეთში, ისრაელსა და თურქეთში, 31 აგვისტო-17 სექტემბერს ჩატარდება.
Georgi
14:32 22-01-2016
ზაზა, ამ ლინკზე შედი:
http://www.fibaeurope.com/draws/
ზაზა
12:53 22-01-2016
და სად შეიძლება წილისყრას ვადევნოთ თვალი?იქნებ ლინკი დადოთ