ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ევრობასკეტი 2017: ფიბა-ევროპამ საქართველო პირველ კალათაში განთესა

AutoSharing Option
22 იანვარს გერმანიის ქალაქ მიუნხენში ჩატარდება ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი (საკვალიფიკაციო) ტურნირის კენჭისყრა, სადაც 27 ნაკრები გადანაწილდება ჯგუფებში და დაიწყებს ბრძოლას ევრობასკეტის 11 საგზურისთვის.

ფიბა-ევროპამ გათამაშების ფორმატი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ჩატარდება საკვალიფიკაციო ტურნირი.

27 გუნდი 7 ქვეჯგუფში გადანაწილდება. შეიქმნება 6 ოთხგუნდიანი და 1 სამგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფების გამარჯვებულები, პლუს 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს ევრობასკეტის საგზურს. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს 24 გუნდი, რომელთაგან 13 უკვე ცნობილია და შესაბამისად, საკვალიფიკაციო ტურნირში ბრძოლა 11 საგზურისთვის გაიმართება.

კენჭისყრაზე გუნდები 4 კალათაში იქნებიან გადანაწილებულნი. საქართველო, რა
თქმა უნდა, წინა ევრობასკეტის შედეგების გათვალისწინებით (მერვედფინალში ვიასპარეზეთ), პირველ კალათაშია განთესილი. ანუ ვიცით, რომ საკვალიფიკაციოში ჩვენი ნაკრების მეტოქეები არ იქნებიან პირველი კალათის დანარჩენი წევრები: პოლონეთი, სლოვენია, ბელგია, რუსეთი, გერმანია და მაკედონია.

კალათების სიას გთავაზობთ ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ლათინური შრიფტით:

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ