სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
14:10 20-01-2016
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ხორვატიას, ლატვიას და თურქეთს, რომლებმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები ვერ მოიპოვეს, ფიბა-მ საჩუქარი გაუკეთა და ოლიმპიადაზე გასვლის შანსი უბოძა.

აღნიშნული ნაკრებები ფიბა-მ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მიიწვია, რომელიც 4-10 ივლისს სამ ქვეყანაში - ფილიპინებში, სერბეთსა და იტალიაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რიოს 2016 წლის ოლიმპიადისთვის 2 საგზური ევროპის ქვეყნებისთვის ევრობასკეტ 2015-ზე გათამაშდა. პირდაპირი საგზურები ევრობასკეტ 2015-ის ფინალისტებმა ესპანეთმა და ლიტვამ მიიღეს.

ევროპის ჩემპიონატზე ასევე გათამაშდა ოლიმპიადის დამატებითი საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები, რომელიც რეგლამენტით მე-3-მე-7 ადგილებზე გასულმა გუნდებმა მიიღეს.

ესენი არიან: საფრანგეთი, სერბეთი, იტალია, საბერძნეთი, ჩეხეთი.

ამ გუნდებს ფიბა-მ საკუთარი შეხედულებისამებრ დაამატა ლატვია, რომელიც ევრობასკეტზე მერვე ადგილზე გავიდა; ასევე, თურქეთი და ხორვატია.

Sportall.ge დაინტერესდა, თუ რატომ მიიღო ე.წ. საჩუქარი ამ სამმა ქვეყანამ და არა საქართველომ, რომელიც თურქეთისა და ხორვატიის მსგავსად, ევრობასკეტ 2015-ზე მერვედფინალში დამარცხდა. კომენტარისთვის კი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს დავუკავშირდით.

- ფიბა-მ ლატვია, ხორვატია და თურქეთი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიწვია. ხორვატიას და თურქეთს ევრობასკეტზე ჩვენნაირი შედეგი ჰქონდა. რატომ მისცეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
შანსი მათ და არა ჩვენ?

- ეს გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიო ფიბა-მ, რომელმაც იხელმძღვანელა თავისი რეიტინგით. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგებს არანაირი მნისვნელობა არ ჰქონია გადაწყვეტილების მიღებისას.

- ფედერაციას არ შეეძლო საერთაშორისო კავშირების გამოყენებით რამის გაკეთება, რომ ჩვენთვის მიეცა ფიბა-ს ეს შანსი?
- აქ კავშირები და სხვა გზები არ არსებობს, რადგან გადაწყვეტილება რეიტინგით მიიღეს, რეიტინგზე გავლენას კი ვერავინ მოახდენს.

საქართველოს ნაკრები ფიბა-ს მსოფლიოს რეიტინგში 47-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო თურქეთი მე-8-ზეა, ხორვატია კი მე-12-ზე.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები მოიპოვეს სხვა კონტინენტის გუნდებმაც და მათი საერთო რაოდენობა 18-ს შეადგენს.

ესენი არიან:

ევროპა: იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სერბეთი, ჩეხეთი, ლატვია, ხორვატია, თურქეთი

აზია: ფილიპინები, ირანი, იაპონია

აფრიკა: ანგოლა, ტუნისი, სენეგალი

ამერიკა: კანადა, მექსიკა, პუერტო რიკო

ოკეანია: ახალი ზელანდია.

ეს 18 გუნდი 26 იანვარს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში მდებარე ფიბა-ს შტაბბინაში ბრმა კენჭისყრით 3 ჯგუფში გადანაწილდება და ამ ჯგუფებს 4-10 ივლისს უმასპინძლებენ იტალიური ტურინი, ფილიპინური მანილა და სერბული ბელგრადი. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე სერბეთი, იტალია და ფილიპინები საკუთარ ქვეყანაში ითამაშებენ. ოლიმპიადის საგზურს მიიღებს თითოეული ჯგუფის გამარჯვებული.
sano
12:05 21-01-2016
კოკოშა გაუშვით და აწი წარმატებისთვის ბრზოლა ახლიდან რომ მოგიწევთ თუ ხვდებით
გიო
22:22 20-01-2016
ფედერაციის პრესსამსახურმა ამომწურავი პასუხი გასცა და კომენტარებში რაღატომ დაობთ. შესაძლოა, მართლაც ჯობდეს საქართველოს ნაკრები იმ 18 გუნდიდან ვინმეს, თუმცა ფიბა-ს რეიტინგით ვერ მოვხდით მათ რიცხვში. რეიტინგი კი, არა მარტო ბოლო ევროპის ჩემპიონატის, არამედ წინა წლების შედეგებსაც ითვალისწინებს. ამ შედეგებს ნაცნობობით და "ჩაწყობით" ვერ შეცვლი.