საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ადასტურებს: ზუროსიც განიხილება და სხვებიც

AutoSharing Option
გამოცემა "სპორტანდოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი განიხილება, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მივმართეთ.

ფედერაციაში აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურეს.

ამასთანავე, ფედერაციაში ისიც გვითხრეს, რომ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ზუროსის გარდა, კიდევ რამდენიმე კანდიდატი განიხილება, თუმცა კონკრეტულად ვინ - ჯერჯერობით არ სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული