საქართველოს ნაკრები რუსეთთან 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა იტალიაში, ტრიესტეს საერთაშორისო ოთხთა ტურნირში მეორე მატჩი რუსეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 81:69 დამარცხდა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა მხოლოდ მატჩის სტარტზე შეძლო 6-ქულიანი უპირატესობის მოპოვება, ამის შემდეგ კი სულ მდევრის როლში იყო.

პირველი მეოთხედი 18:26 წავაგეთ, დიდ შესვენებაზე კი ანგარიში 36:42 იყო, რუსების სასარგებლოდ.

სამწუხაროდ, ქართველმა კალათბურთელებმა კიდევ უფრო ცუდად მესამე მეოთხედი ჩაატარეს, რომელიც 12-ქულიანი სხვაობით წააგეს. ბოლო მეოთხედის წინ კი ანგარიში 64:46 გახდა.

ბოლო მეოთხედში მხოლოდ სხვაობის შემცირება მოვახერხეთ და საბოლოო მატჩი 12-ქულიანი სხვაობით დავთმეთ.

დღის პირველ მატჩში კი იტალიის ნაკრებმა ანგარიშით 90:69 დაამარცხა ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდი "მიჩიგან სპარტანსი". ტურნირის გამარჯვებულიც სწორედ იტალიისა და რუსეთის შეხვედრაში გამოვლინდება, რომლებსაც 2-2 მოგება აქვთ.

საქართველოს ნაკრები კი ტრიესტეში ბოლო მატჩს "მიჩიგან სპარტანსთან" 30 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე გამართავს და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები იტალიასთან ერთი ქულით დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 13 /
ცქიტიშვილზე კარგი მაღალი მარტო ზაზაა. სადაც არ უნდა თამაშობდე 24 ქულა და 12 მოხსნა თემაა. კლასი აქვს და თავისას მაინც იზავს. თანძაან მაგარი საშუალო აქვს. სამიანიც აქვს. მოძრავია. ძალიან მაღალია.
chiko
11:21 31-08-2015
0
jab.სანამ რამეზე აზრის გამოთქმას დააპირებ ზრდილობასაც თუ დააყოლებ კარგი იქნება.ცუდია ადამიანი როცა ინტერნეტს იყენებს სხვის სალანძღავად კრიტიკა და ლანძღვა ერევა ერთმანეთში და შეურაწყოფასაც არ ერიდება.
qutaiseli
19:27 30-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული