დუდა სანაძე: ამ მხრივ ჩემი მასწავლებელი მანუჩარ მარკოიშვილია

AutoSharing Option
დუდა სანაძემ ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩები ბრწყინვალედ ჩაატარა. ის 22 წლისაა და ეროვნულ გუნდს მისი სახით კარგი შევსება ჰყავს.

სანაძე ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობს და ეროვნული ნაკრების მატჩებს მოუთმენლად ელის. ეს სურვილი მან ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუშუ გამოთქვა..

"ევრობასკეტს მოუთმენლად ველი. საბერძნეთი, სლოვენია და ხორვატია დიდებული გუნდებია, თუმცა, ჩვენც საკმარისად კარგი შემადგენლობა გვყავს, რათა მათ ვძლიოთ", - განაცხადა სანაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპირველობა დუდასთვის პირველი დიდი ტურნირი არ იქნება. ის 2013 წლის ევრობასკეტზეც გუნდში იყო და 3 მატჩი ჩაატარა,
მათ შორის იყო თამაში ესპანეთის უძლიერეს ნაკრებთან, სადაც ქართველ მცველს 24 წუთი დაუთმეს.

"ის თამაში მართლაც გამორჩეული იყო. მარკ გასოლის, რიკი რუბიოს და მათი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაში უდიდესი სიამოვნება გახლდათ. მაშინ ნაკრების მწვრთნელი მენდო და მისი მადლიერი ვარ. ვფიქრობ, რომ არა ამგვარი გამოცდილება, გასულ საკვალიფიკაციო ციკლში გუნდის სათანადო დახმარება გამიჭირდებოდა".

ცნობისთვის, ევრობასკეტ-2015-ის საკვალიფიკაციო მატჩებში სანაძე საშუალოდ 7.5 ქულას აგროვებდა, სამქულიანებში პროცენტული მაჩვენებლების (14-დან 10, 71.4%) მხრივ კი, ის მთელს საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო.

"ამ მხრივ ჩემი მასწავლებელი მანუჩარ მარკოიშვილია. შორეულ ტყორცნებში ყოველთვის ერთად ვვარჯიშობთ და ეს, გასულ ზაფხულს ძალიან დამეხმარა".

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული