ევრობასკეტ 2015-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ჩატარების საათები ცნობილია

AutoSharing Option
კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის წილისყრის დღეს ჯგუფური ეტაპის კალენდარი დადგინდა. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები შეჯიბრებას 5 სექტემბერს ჰოლანდიასთან შეხვედრით ხსნიდა.

თუმცა არ ვიცოდით, რომელ საათზე მოგვიწევდა მოედანზე გასვლა. საბოლოოდ ესეც გაირკვა და დღეს მკითხველს ვთავაზობთ ჩვენი ჯგუფის მატჩების სრულყოფილ განრიგს.

მანამდე შეგახსენებთ, რომ პირველად ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, კონტინენტის უმთავრესი ტურნირი ერთდროულად 4 ქვეყანაში გაიმართება.

საქართველო ჯგუფურ ეტაპს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ითამაშებს, სლოვენიის, ჰოლანდიის, საბერძნეთის, მაკედონიისა და მასპინძელ ხორვატიის ნაკრებებთან ერთად.

ჩვენს ჯგუფში დასვენების დღე 7 სექტემბერი იქნება. ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი
პლეი ოფში გავა, სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება.

აი, კალენდარიც:

5 სექტემბერი
17:00 საქართველო-ჰოლანდია
20:00 მაკედონია-საბერძნეთი
23:00 ხორვატია-სლოვენია

6 სექტემბერი
17:00 ჰოლანდია-მაკედონია
20:00 სლოვენია-საქართველო
23:00 საბერძნეთი-ხორვატია

8 სექტემბერი
17:00 სლოვენია-ჰოლანდია
20:00 საქართველო-საბერძნეთი
23:00 ხორვატია-მაკედონია

9 სექტემბერი
17:00 საბერძნეთი-სლოვენია
20:00 მაკედონია-საქართველო
23:00 ჰოლანდია-ხორვატია

10 სექტემბერი
17:00 სლოვენია-მაკედონია
20:00 საქართველო-ხორვატია
23:00 საბერძნეთი-ჰოლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გამარჯვებას გისურვებთ!!!
zabeza
16:17 29-01-2015
0
აბა თქვენ იცით!! გამარჯვებით გევლოთ!!!
zaza
16:03 29-01-2015
0

სიახლეები პოპულარული