ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 4-მა კალათბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 4 კალათბურთელით შემცირდა. სლოვენიური შეკრება ახლოვდება და ნაკრები 28 ივლისს ავსტრიაში, ამხანაგური მატჩის გასამართად მიემგზავრება, სადაც ჩვენი გუნდი 14 კალათბურთელით ჩავა.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, შეკრება დატოვეს და დღეს თბილისში გამოემგზავრნენ ნოდარ გოგოძე, ოთარ ფხაკაძე, კახა ჯინჭარაძე და გიორგი შარაბიძე.

ეს კალათბურთელები ზუროსმა გუშინ, რუსეთის სტუდენტურ ნაკრებთან არ ათამაშა. მატჩის შემდეგ ბერძენი მწვრთნელი ზემოთ ჩამოთვლილ კალათბურთელებს ესაუბრა, შეკრებაზე გამოჩენილი მონდომებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ჯინჭარაძემ, შარაბიძემ, ფხაკაძემ და გოგოძემ პოდჩეტრტეკი 26 ივლისს დატოვეს. ბიჭები ნაკრების
კალათბურთელებმა, მწვრთნელებმა და ნაკრების ხელმღვანელებმა გააცილეს. ეროვნულ ნაკრებში დღესდღეობით 14 კალათურთელია: გიორგი ცინცაძე, გიორგი გამყრელიძე, მაიკლ დიქსონი, მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, დუდა სანაძე, ანატოლი ბოისა, მიხეილ ბერიშვილი, თორნიკე შენგელია, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე.

ამ შემადგენლობით ნაკრები ობერვარტში 28 ივლისს ჩავა და 12 მათგანი ავტრიასთან მატჩის განაცხადში დაიკავებს ადგილს. გაფართოებული შემადგენლობიდან კიდევ ვინ დატოვებს ნაკრებს და როდის, ამას მწვრთნელთა შტაბი ილის ზუროსის ხელმძღვანელობით გადაწყვეტს. ეროვნულ გუნდს 7 აგვისტოს, თბილისში დაბრუნები შემდეგ ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია შეუერთდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ