კალათბურთის ფედერაციის განცხადება "კაკტუსი"- "მგზავრების" ჩაშლილ მატჩთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"2016 წლის 22 ოქტომბერს დანიშნული საკალათბურთო სუპერლიგის მატჩი "კაკტუსი" - "მგზავრები", რომლის პირდაპირი ტრანსლაცია უნდა განხორციელებულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ელი არხით, ჩაიშალა.

უშუალოდ მატჩის დაწყებისას მოხდა შემდეგი ფაქტი - მატჩზე დანიშნულმა მაგიდის მსაჯებმა გამიზნულად თქვეს უარი მატჩის მომსახურებაზე, რაც გახდა თამაშის ჩაშლის მიზეზი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მატჩზე დანიშნული მაგიდის მსაჯების საქციელის გამო ბოდიშს უხდის მატჩის მონაწილე კლუბებს და გულშემატკივრებს. ფედერაცია განიხილავს აღნიშნულ ფაქტს და დასჯის მატჩის შეგნებულად ჩაშლაში ყველა მონაწილე პირს,
დადგენილი წესის შესაბამისად.

"კაკტუსი"- "მგზავრების" მატჩის გამართვის ხელახალი თარიღი გამოცხადდება მოგვიანებით", - ნათქვამია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული