"ვითა" სარატოვში არ ჩავიდა - გუნდში ფინანსური პრობლემებია!

AutoSharing Option
"ვითიბი ლიგის" ხელმძღვანელობამ თბილისის "ვითას"  ოფიციალური წერილი განიხილა, სადაც ის მიზეზები იყო მოყვანილი, რის გამოც თბილისელები ტურნირის მორიგ ტურში სარატოვში გასამართ მატჩზე არ გამოცხადნენ.

როგორც ტურნირის ოფიციალური საიტი იტყობინება, წერილის თანახმად, "ვითას" კალათბურთელთა საკმარისი რაოდენობა არ გააჩნდა და ამასთანავე, გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს.

გამომდინარე აქედან, კომისიის გადაწყვეტილებით თბილისურ გუნდს ტექნიკური მარცხი ჩაეწერა - 0:20.