განახევრებულმა "აკადემიამ" "ოლიმპს" მოუგო

AutoSharing Option
გუშინ, 19 მარტს, სუპერლიგის 22-ე ტურის ფარგლებში "აკადემია" "ოლიმპს" დაუპირისპირდა და მოუგო კიდეც.

მიმდინარე ჩემპიონატი იმდენად დაძაბულია, მოულოდნელი შედეგი არ არსებობს. ყველა გუნდს აქვს ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვების შანსი, თუმცა ამ ტურის წინ "აკადემიაში" კარდინალური ცვლილებები განხორციელდა და გუნდის შემადგენლობა გვარიანად დასუსტდა. "აკადემიის" ხელმძღვანელობამ გუნდიდან დაითხოვა მთავარი მწვრთნელი გელა წულაძე და მისი ასისტენტები - გია კაზანჯიანი და ირაკლი ტომარაძე. გუნდი დაატოვებინეს ასევე 2 ამერიკელ ლეგიონერს - ჩაგდებული ქულების მხრივ ლიდერებს: მორის ბრიგსს და რეი-არ სთროუბრიჯს.

უდიდესი დანაკლისის მიუხედავად "აკადემიამ" გამარჯვების მოპოვება
შეძლო. დაარხეინებული ოლიმპელები, რომლებმაც საქმე წინდაწინ მოთავებულად ჩათვალეს, სამაგალითოდ დაისაჯნენ. "აკადემიამ" შეხვედრა 76:70 მოიგო, რაშიც სოლიდური წვლილი ვლადიმერ კრისევიჩმა დაიდო, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. 14 ქულა მოაგროვა მერაბ ბოქოლიშვილმა, ხოლო კოკა ტომარაძის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

გია მაისურაძე ("ოლიმპის" მწვრთნელი): სამწუხაროდ ვერ გამოვფხიზლდით, არასწორი ტაქტიკური სვლები და გადაადგილებები გავაკეთეთ და ეს ძლიან საჭირო და მნიშვნელოვანი თამაში დავთმეთ.

გიორგი ნიკოლაძე ("აკადემიის" მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ გუნდს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა (მოგეხსენებათ ლეგიონერები და მწვრთნელები გავუშვით) მაინც მოვიგეთ თამაში. ბოლომდე ვიბრძოლეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული