ჯორჯიიდან ჯორჯიაში - "ქუთაისი" ამერიკელი ფორვარდით გაძლიერდა

AutoSharing Option
ფოტოზე: კოტე ტუღუში, ბექა ბექაური და ტრეი ბრაიტონი
სუპერლიგის წარმომადგენელი "ქუთაისი" ამერიკელი ფორვარდით გაძლიერდა. იმერელთა ღირსებას ამიერიდან 26 წლის ტრეი ბრაიტონი დაიცავს.

ამერიკის შტატ ჯორჯიის ქალაქ ალფარეტაში დაბადებულმა 203 სმ სიმაღლის კალათბურთელმა კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი კოლეჯების ლიგის გუნდ "ანდერსონში" გაატარა. 2011 წელს ევროპაში გადმოვიდა და ფინურ "აანეკოსკენთან" ერთად ერთი სეზონი ითამაშა. შემდეგ იაპონიას მიაშურა, "გუნმა კრეინ თანდერსში" გამოდიოდა.

გასულ სეზონში კვიპროსულ "ომონიაში" საშუალოდ 10.2 ქულას აგროვებდა. ბოლოს კი ფრანგულ "ქიმპერში" ასპარეზობდა, საიდანაც "ქუთაისში" აღმოჩნდა.

რა სარგებელს მოუტანს "ქუთაისს" ჯორჯიის შტატიდან
"ჯორჯიის რესპუბლიკაში" გადმობარგებული ტრეი ბრაიტონი, მალე ვნახავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული