სუპერლიგა. III ტური: "რუსთავის" სტარტი და "ქუთაისის" ფინიში

AutoSharing Option
სანამ პერიმეტრს გადაკეტავდნენ
ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა "ქუთაისმა" "რუსთავთან" პრინციპული დაპირისპირება "მძიმედ" დაიწყო. მასპინძლები, ძირითადად, სამწამიან ზონაში ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას. თავიდან თითქოს გამოსდიოდათ კიდეც, რიჩარდ მათიაშვილმა და ბექა ბექაურმა ქუთათურებს პირველი ქულები მოუპოვეს, მაგრამ შემდეგ ჩრდილში მოექცნენ. განსაკუთრებით ეს მათიაშვილზე შეიძლება ითქვას, რომლისგანაც ისეთი ბობოქარი შეტევები გვახსოვს, "რუსთავთან" მოპოვებული 8 ქულა და 7 მოხსნა აქტივში ნამდვილად ვერ ჩაეწერება.

პირველ პერიოდში მასპინძლებს დაცვაც მოშიშვლებული ჰქონდათ და რუსთაველებს სამქულიანებსაც თავისუფლად ასროლინებდნენ. შედეგად, სტუმრებმა პირველ პერიოდში პერიმეტრიდან ბოლომდე გაილაღეს. მაგალითისთვის,
რევაზ ჩაჩანიძემ ამ შეხვედრაში 6 ქულა დააგროვა და 6-ვე პირველ პერიოდში, როცა ქუთათურებს ზედიზედ ორი სამქულიანი ჩაუგდო.

სტუმრები საშუალო დისტანციიდანაც კარგად ისროდნენ. ამ მხრივ, მათი სერბი ლეგიონერი ნიკოლა გაჩეშა გამოირჩეოდა. შედეგად, "რუსთავმა" პირველი პერიოდი 12 ქულის სხვაობით, 31:19 მოიგო.

ველური შესვლა
მეორე მეოთხედში ქუთაისელთა ტაქტიკა შეიცვალა. მათ სამქულიანებზე გადაიტანეს აქცენტი და სროლებიც წაუვიდათ. სათადარიგოთა სკამიდან კარგად ჩაერთნენ თამაშში თეიმურაზ ბაბუნაშვილი და დავით ბარბაქაძე, რომლებმაც სტუმრები პერიმეტრიდან "დაბომბეს". განსაკუთრებით, "ველურას" კარგი გარჯაა აღსანიშნავი, რომელმაც ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და "ქუთაისი" წინ გაიყვანა.

ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ბოლოსკენ "რუსთავი" 2 ქულით იყო წინ, მაგრამ დავით ბარბაქაძემ ბოლო წამზე კიდევ ერთი სამქულიანი ჩააგდო და დიდი შესვენების დაწყებამდე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 48:47.

სხვათა შორის, დავით ბარბაქაძეს სამქულიანებში საბოლოოდ 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, ოთხიდან ოთხივე ჩააგდო, თანაც უმეტესობა მაშინ, როცა მის გუნდს ძალიან უჭირდა.

ტურპინი არ აღმოჩნდა ტურბინი
ქართველ გულშემატკივართა უმეტესობაში ასეა - როგორც ბრაზილიელი აღიქმება კარგ ფეხბურთელად (სანამ საქმეში იხილავენ) და მისგან რაღაც განსაკუთრებულს ელიან, იგივე ვითარებაა კალათბურთში ამერიკელების მიმართ.

ქუთაისელი გულშემატკივრები თავიდან რუსთაველთა ოკეანისგაღმელ ლეგიონერს, კიელ ტურპინსაც უფრთხოდნენ, ემანდ, ტურპინმა სტუმართა გუნდში ტურბინას როლი არ შეასრულოსო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ამერიკელი ფორვარდი ბევრს მოძრაობდა, საკუთარ გუნდს 12 ქულითაც შეეწია, მაგრამ რუსთაველთა მამოძრავებელ ძალად ვერ იქცა.

გაცილებით უკეთესად სერბი გაჩეშა თამაშობდა, მაგრამ ქუთაისელთა შესანიშნავი დაცვის გადამკიდე ბოლო მეოთხედში ისიც "გაშეშდა".

სტუმართა მშრალი წუთები
გადამწყვეტი პერიოდი ქუთაისელთა სრული უპირატესობით წარიმართა, მასპინძლები შედეგიანად ისროდნენ პერიმეტრიდან და ფარზეც დომინირებდნენ.

თანაც, როგორც აღვნიშნეთ, ქუთაისელები დაცვაშიც შესანიშნავად თამაშობდნენ, 5.30 წუთი ისე გავიდა, რომ სტუმრებს ბურთის ჩაგდების საშუალება არ მისცეს. შედეგად, 9:0 დაწინაურდნენ, შემდეგ კი მასპინძლებმა უპირატესობა 15 ქულამდეც გაზარდეს (76:61).

მოგება უკვე ტექნიკის საქმე იყო და კოტე ტუღუშის შეგირდებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

სუპერლიგა. III ტური
30 ოქტომბერი, ქუთაისი
ქუთაისი-რუსთავი 86:75
19:31, 29:16, 14:11, 24:17
ქუთაისი: ფაშაევი (12ქ, 7პ, 5მ), ცეკვავა (6ქ), გ. ბარბაქაძე (18ქ), მათიაშვილი (8ქ, 7მ), ბექაური (11ქ, 6მ), ჭეიშვილი, ბოისა (5ქ), ბაბუნაშვილი (10ქ), ქადარია (4ქ, 5მ), კვიმსაძე, დ. ბარბაქაძე (12ქ)
რუსთავი: გამყრელიძე (10ქ, 7პ), ჩაჩანიძე (6ქ), ტურპინი (12ქ), ჭოჭუა (13ქ), გაჩეშა (19ქ, 12მ), ხმელიძე (2ქ), აბაიშვილი (3ქ), ყველაშვილი, ანთაძე (3ქ), წივწივაძე (7ქ)
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი

31 ოქტომბერი. თბილისი
ოლიმპი-ბათუმი 75:81
19:15, 18:20, 23:27, 15:19
ოლიმპი: ბაინუმი (6ქ), როგავა (5ქ, 3პ), გეგი ბაქრაძე, დიდია (3ქ, 3პ), კახა ტომარაძე (21ქ, 7მ, 3პ), სტიდი (18ქ, 14მ, 3დ), კვანტალიანი (2ქ), გუგეშაშვილი (3ქ) ალფოროვი (8ქ, 4პ), ოლუიჩი (9ქ).
ბათუმი: ბ. ლეჟავა (20ქ, 5მ), მიქელაძე (4ქ, 8პ), სტეპანიშინი (10ქ, 7მ), ლ. რევაზაშვილი (12ქ), თენიეშვილი, რამიშვილი (4ქ), ელიაძე, კრივცოვი (9ქ, 5მ), ა. დვალიშვილი (22ქ, 22მ), ფერიაშვილი, ვ. მაისურაძე.
მსაჯები: გ. მიქელაძე, ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე.

31 ოქტომბერი. თბილისი
დინამო-მგზავრები 48:42
9:9, 14:9, 9:12, 16:12
დინამო: შარაბიძე (10ქ, 12მ, 4დ), ნ. ბაქრაძე, უილიამსი (10ქ, 4პ), სანაძე (3პ), ვახანია (3პ), ლონდარიძე (10ქ, 8მ, 3ჩ), შვანგირაძე (8ქ, 8მ), მაკალპი (10ქ, 6მ, 6ჩ).
მგზავრები: იოსელიანი (3ქ), ჯინჭარაძე (16ქ, 11მ, 3პ), გრძელიძე (2ქ), ცირეკიძე (5მ), ლომინაშვილი (6ქ, 6მ), ქავთარაძე, ორმოცაძე (5ქ, 3პ), რენსომი (8ქ), მერფი (2ქ, 8მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

31 ოქტომბერი. თბილისი
აკადემია-სოხუმი 71:90
10:24, 19:25, 15:23, 27:18
აკადემია: ს. ლეჟავა (4ქ), კოკა ტომარაძე (16ქ), ლოლიშვილი, ღურწკაია (4ქ), ხუციშვილი (5ქ), დარახველიძე (3ქ), გოგნაძე, ლომოური (5ქ), დარბაიძე (6ქ, 8მ, 2დ), ლობჟანიძე, კრისევიჩი (16ქ, 10მ, 2დ), მეისი (12ქ, 5მ, 3პ, 5ჩ).
სოხუმი: მილერი (19ქ, 5ჩ), გივი ბაქრაძე (8ქ, 4პ), გლოვერი (10ქ, 14მ, 5პ), ალხანაიძე (5ქ, 6მ), კვეტენაძე (14ქ, 8მ), ჯგერენაია (7ქ, 10მ, 4დ), ათუაშვილი (1ქ) დ. დვალიშვილი (9ქ), მირზიაშვილი (1ქ, 5მ), ი. ლომიძე (4ქ, 3პ), მეგენეიშვილი (7ქ, 3პ), დ. ლომიძე (5ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. ვართანოვი, დ. ბერიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული