სუპერლიგა. II ტური: "სოხუმმა" მეორეც მოიგო და გალიდერდა

AutoSharing Option
23 და 24 ოქტომბერს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

23 ოქტომბერს ქუთაისში ადგილობრივმა გუნდმა "აკადემია" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 96:74 დაამარცხა. ქუთაისელთაგან 23 ქულით საუკეთესო შედეგი გოგა ცეკვავამ დააფიქსირა, რომელმაც 7 ჩაჭრა, 6 მოხსნა და 5 პასიც მიითვალა. 14-14 ქულა (და 8-8 მოხსნა) მოაგროვეს რიჩარდ მათიაშვილმა და ბექა ბექაურმა, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

იმავე დღეს ბათუმში სათამაშოდ "მგზავრები" ჩავიდა. მასპინძლებმა მეტოქის გატეხვა მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოახერხეს და საბოლოოდ 79:70 გაიმარჯვეს. გამარჯვებულთაგან 19 ქულით ბომბარდირი აკაკი
დვალიშვილი
გახდა, უკრაინელმა იგორ კრივცოვმა 18 ქულა მოაგროვა, ხოლო ექსდინამოელი ბესო ლეჟავა ზღვისპირელებს 13 ქულითა და 6 შედეგიანი გადაცემით შეეწია. "მგზავრებში" კვლავ გამოირჩა კახა ჯინჭარაძე, რომელმაც 26 ქულა დააგროვა და სუპერლიგის ბომბარდირებს სათავეში ჩაუდგა.

24 ოქტომბერს "რუსთავმა" "დინამო" მიიღო და ანგარიშით 88:65 გაიმარჯვა. მასპინძელთა შორის 28 ქულა და 9 მოხსნა სერბმა ნიკოლა გაჩეშამ მიითვალა, ორმაგი დუბლით კი ამერიკელი კიელ ტურპინი გამოირჩა (14 ქულა, 12 მოხსნა).

სუპერლიგის მეორე ტურის ბოლო მატჩში "სოხუმმა" ანგარიშით 67:53 "ოლიმპი" დაამარცხა და ორიდან ორი გამარჯვებით ცხრილის სათავეში მოექცა. გამარჯვებულთა შორის ყველაზე მეტი, 22 ქულა ფილიპ მილერმა ჩააგდო, ორმაგი დუბლი მეთიუ გლოვერმა (19 ქულა, 15 მოხსნა) და გიორგი ჯგერენაიამ (15 ქულა, 12 მოხსნა) მიითვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული