სუპერლიგაში კიდევ ერთი ამერიკელი კალათბურთელი გამოჩნდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას კიდევ ერთი ამერიკელი მოემატა - კეჰიმ რენსომი, რომელიც "მგზავრების" ღირსებას დაიცავს.

იგი 185 სმ სიმაღლის გამთამაშებელია, საუნივერსიტეტო კარიერა წლეულს დაამთავრა, "სემ ჰიუსტონის" კოლეჯში სწავლობდა და თამაშობდა. მისი საშუალო მონაგარი 9.8 ქულას, 4 პასსა და 1.3 ჩაჭრას შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ რენსომი ბუბა ბერიშვილის გუნდში მეორე უცხოელი იქნება - მაიკლ ტერი გუნდს პირველ ტურში სენსაციის "გამოცხობაში" დაეხმარა.

"მგზავრებმა" ხომ ჩემპიონობის მაძიებელი "ქუთაისი" 77:75 დაამარცხეს. მეორე ტურში, 23 ოქტომბერს "ბათუმს" ეწვევიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული