შსს აკადემია VS დინამო - სეზონი სუპერთასის გათამაშებით დასრულდება

AutoSharing Option
სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონი 31 მაისს, სუპერთასის გათამაშებით დასრულდება - სეზონის ბოლო ტიტული გაზაფხულის ბოლო დღეს, გათამაშდება. მატჩი სპორტკომპლექს "არენაში" 18:00 საათზე დაიწყება.

ლეგენდარული მოთამაშისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი და თბილისის "დინამო" გაითამაშებენ. სწორედ ამ გუნდებმა გაინაწილეს მიმდინარე სეზონის ორი უმთავრესი ტიტული: "შსს-აკადემია" სუპერლიგის ჩემპიონი გახდა, "დინამომ" კი თასის გათამაშებაში იმარჯვა.

წლების მანძილზე არსებული ტრადიციის თანახმად, სუპერთასიც ჩემპიონმა და თასის მფლობელმა უნდა გაითამაშონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული