სუპერლიგა. IV ტური: "ქუთაისმა" "სოხუმს" მე-4 მარცხი აგემა

AutoSharing Option
გასულ სეზონთან შედარებით "სოხუმი" დასუსტებულია. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო - ამჯერად "ქუთაისთან".

არადა, თავიდან სოხუმელები ტოლს არაფერში უდებდნენ ქუთაისელებს. პირველი მეოთხედი სტუმრებმა მხოლოდ 1 ქულის სხვაობით - 16:15 მოიგეს. მეორე პერიოდში კი ვიცე-ჩემპიონმა ქუთაისელებმა თამაში გამოასწორეს და ზაურ ფაშაევის, გიორგი ბარბაქაძის და ბუბა კვიმსაძის შედეგიანობით დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უირატესობით გავიდნენ - 38:33.

მესამე პერიოდიდან ვითარება შეიცვალა. ქუთაისელებმა მოახერხეს სათამაშო უპირატესობის მოპოვება და ლიდერობა ხელჩასაჭიდი გახადეს. იმერული კლუბის უპირატესობამ მესამე მეოთხედში 15 ქულას მიაღწია, რის
შემდეგაც სოხუმელებს წარმატების შანსი აღარ ჰქონიათ.

საბოლოოდ"ქუთაისმა" 83:67 გაიმარჯვა. ფაშაევმა 17 ქულით ბომბარდირობა შეითავსა, 15 ქულა დააგროვა გიორგი ბრბაქაძემ, ხოლო კვიმსაძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. სოხუმელთაგან 23 ქულითა და 13 მოხსნით გრიგოლ შვანგირაძე გამოირჩა, ხოლო ირაკლი ჩლაიძემ 13 ქულა დააგროვა.

ქ. თბილისი, სპორტის სასახლე. 15.11.14, 16:00
სოხუმი 67 - 83 ქუთაისი
სოხუმი 15 18 14 20 
ქუთაისი 16 22 21 24

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "ვულოცავ "ქუთაისს" გამარჯვებას. მე აღვნიშნე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რომ შანსი მეტი ჰქონდათ. ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია, ყველა კომპონენტში დალაგებული არიან და მომზადებაც ყველაზე ადრე დაიწყეს. ამიტომ, ლოგიკურია, რომ გაიმარჯვეს. ჩვენ ძიებაში ვართ, ფორმაში შესვლას ვცდილობთ.

ვეცდებით, გამოვასწოროთ შეცდომები და გავძლიერდეთ, ალბათ, პირველ და მეხუთე ნომერს ჩამოვიყვანთ, სხვა გზა არ გვაქვს".

მედეა მხეიძე ("ქუთაისის" მწვრთნელი): "პირველ რიგში, მივულოცავ ჩემს გუნდს და გულშემატკივრებს ამ წარმატებას, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ კრიტიკა აუცილებელია. მიუხედავად დადებითი შედეგისა, გუნდი, ფაქტობრივად, ვერ აჩვენებს იმას, რასაც მისგან სამწვრთნელო შტაბი მოითხოვს. არასრულყოფილი სავარჯიშო ბაზის გამო ჩვენი შედეგი არის არასახარბიელო და არასაკმარისი იმისთვის, რომ შემდგომში ვისაუბროთ დადებით შედეგებზე. მინდა ვისურვო, რომ ეს თამაში იყოს ამ სეზონში ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი".

ვატო ბააკაშვილი ("სოხუმი"): "ოთხიდან ოთხივე შეხვედრა წავაგეთ და ერთ-ერთი აუტსაიდერები ვართ. ასეთი რამ მაშინაც არ მომხდარა, როცა ძალიან რთულ პირობებში იყო გუნდი. იმედია, მწვრთნელები შეძლებენ გუნდში ცვლილებების განხორციელებას და გამარჯვებებსაც მოვიპოვებთ".

წყარო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული