"ბათუმმა" სუპერლიგაში პირველი მოგება "მგზავრები არმიასთან" იზეიმა

AutoSharing Option
8 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის III ტურის მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "მგზავრები არმია" და "ბათუმი" დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ზღვისპირელებს დარჩათ - 72:57.

ბათუმელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და თავს მოდუნების უფლება მხოლოდ ბოლო მეოთხედში მისცეს, როდესაც ანგარიშში 20-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ ეს "ბათუმის" პირველი გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში.

დღესვე, 14:00 საათზე სპორტის სასახლის მოედანი "შსს აკადემიია" და "სოხუმის" გუნდებს დაეთმობათ, ტური კი 16:00 სთ-ზე "დინამოსა" და "ოლიმპის" დაპირისპირებით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის III ტური 7 ნოემბერს რუსთავში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა
გუნდმა "ქუთაისს" 18 ქულის სხვაობით - 85:67 სძლია.

ასევე იხილეთ:
სუპერლიგის III ტური "რუსთავის" გამარჯვებით გაიხსნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული