სუპერლიგა 2013/14: რეკორდთცვენა ვაკეში

AutoSharing Option
სპორტის სამინისტროს დარბაზში 3 თებერვალს გადადებული შეხვედრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ "შსს აკადემია"-"მაქაბი" შაბათს სპორტის სასახლეში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ტრანსფორმატორი გადაიწვა...

გადამწყვეტი. პირველ წრეში აკადემიელებმა "მაქაბისთან" კინაღამ წააგეს. ამიტომ შსს განსაკუთრებულად მოემზადა ამ შეხვედრისთვის და პირველივე პერიოდში გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი - 37:12.

აკადემიკოსებმა არც ეს იკმარეს და კიდევ ორ მეოთხედში ჩააგდეს 37 ქულა, საბოლოოდ კი 137 ქულას მოუყარეს თავი, რაც მიმდინარე სუპერლიგის რეკორდია.

სტატისტიკა არ ტყუის. შსს-ელებმა 17 სამქულიანი ჩააგდეს (ერთის წინააღმდეგ), რაც ასევე საამსეზონო რეკორდია. ასევე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდათ პასებში
- 44. ამდენი ამ ჩემპიონატში აქამდე არავის ჩაეგდო.

რჩეული. ახალგაზრდა შოთა გელაზონიამ ასევე ახალგაზრდულ "მაქაბისთან" კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა - 25 ქულა, 10 მოხსნა. რაც შეეხება ბექა ჩიკვილაძეს, მან 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და გაიმეორა მაქაბელი სანდრო მეგენეიშვილის რეკორდი. ბექას ორით მეტი რომ მოეხსნა, სეზონის პირველ სამმაგ დუბლს მიითვლიდა.

თბილისი, სპორტის სამინისტროს დარბაზი
შსს აკადემია-მაქაბი 137:56
37:12, 37:10, 26:13, 37:21
შსს აკადემია: ჩიკვილაძე (15ქ, 14პ, 8მ), ლაფანაშვილი (5ქ, 10პ), ბოქოლიშვილი (15ქ), ლონდარიძე (14ქ, 11მ), ილიჩი (3ქ, 8მ), კვანტალიანი (11ქ, 6მ), ლოლიშვილი (14ქ), ლომოური (8ქ, 5მ), გელაზონია (25ქ, 10მ), ბრაუნი, როგავა (12ქ, 5პ), ტომარაძე (15ქ, 6პ).
მაქაბი: ტეტელაშვილი (2ქ, 3პ), გულმაგარაშვილი, მ. რევაზაშვილი (17ქ), პატარაია (2ქ, 3პ), ბეშქენაძე, გ. რევაზაშვილი (12ქ, 6მ), ლ. რევაზაშვილი (10ქ, 6მ), ფერიაშვილი (12ქ, 13მ), ნანიტაშვილი.
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე, დ. ბერეკაშვილი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ წ სხ ქ
1. არმია 9 7 2 684/595 16
2. ქუთაისი 9 7 2 769/624 16
3. დინამო 8 7 1 703/532 15
4. ბათუმი-რსუ 9 6 3 769/693 15
5. შსს აკადემია 9 5 4 702/657 14
6. სოხუმი 9 5 4 712/624 14
7. რუსთავი 9 2 7 586/717 11
8. ოლიმპი 9 1 8 639/753 10
9. მაქაბი 9 0 9 612/981 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული