სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: "სოხუმი" თითქმის დარჩენილია

AutoSharing Option
სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლი გუნდების დაპირისპირება მძაფრდება. ოლიმპიურ სასახლეში საკვალიფიკაციო ეტაპის 2 შეხვედრა გაიმართა, რომლებშიც გამარჯვებები "სოხუმმა" და "ოლიმპმა" მოიპოვეს. სოხუმელებმა "ბათუმს" იოლად სძლიეს, ილიმპელებმა კი "მგზავრებს" დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს.

ამ გამარჯვებით "სოხუმმა" ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა მეტოქე გუნდებთან და სუპერლიგაში დასარჩენად ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაშია. "სოხუმი" 2 ქულით უსწრებს "ოლიმპსა" და მგზავრებს", ხოლო ბათუმელებთან 3-ქულიანი უპირატესობა აქვს.

რაც შეეხება დღის მეორე მატჩს, "ოლიმპმა" დიდ ბრძოლაში გამოგლიჯა გამარჯვება "მგზავრებს". ოლიმპელები მატჩის პირველ ნახევარში გვარიანად ჩამორჩებოდნენ, თუმცა მესამე პერიოდი კარგად ჩაატარეს, 19:10 მოიგეს და
გადამწყვეტი ათწუთეულის წინ დაწინაურდნენ.

"ოლიმპი" მოგვიანებით 10 ქულით გალიდერდა, თუმცა "მგზავრებმა" თამაშს ინტრიგა ბოლო წამებამდე შეუნარჩუნეს. საბოლოოდ "ოლიმპმა" 75:71 მოიგო და ცხრილში "ბათუმს" გადაუსწრო, "მგზავრებს" კი გაუთანაბრდა.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ადგილს ოთხიდან სამი გუნდი შეინარჩუნებს. ბოლოადგილოსანი კი "ა" ლიგაში დაქვეითდება. მის ადგილს მომავალ სეზონში მარნეულის "დელტა" დაიკავებს.

სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის
10 მაისი, თბილისი
სოხუმი-ბათუმი 95:85
28:26, 27:16, 26:19, 14:24
სოხუმი: კვეტენაძე (3ქ), ბერუაშვილი , კ. ტომარაძე (14ქ, 5პ), ბოქოლიშვილი, ზაქრაძე (2ქ), ჯგერენაია (8ქ, 8მ), ვუდსონი (2ქ, 11მ, 9პ), დ. ბარბაქაძე (21ქ, 5მ, 3პ), ლათანი (16ქ, 6მ), ბულიავა (13ქ), ტიშენკო (16ქ, 5მ).
ბათუმი: ჯინჭარაძე (11ქ), ლეჟავა (7ქ, 3პ), ლ. რევაზაშვილი (10ქ), თენეიშვილი (6ქ, 4პ) კრივცოვი (16ქ, 11მ), რამიშვილი (7ქ), მაისურაძე (9ქ, 3პ), შემოსიუკი (11ქ), მ. რევაზაშვილი (8ქ).

10 მაისი, თბილისი
მგზავრები-ოლიმპი 71:75
22:15, 17:17, 10:19, 22:24
მგზავრები: ფხაკაძე (4ქ, 11მ, 4პ), ცირეკიძე , ლომინაშვილი (9ქ, 5მ), ალენი (17ქ), ტურძელაძე (7ქ), ქავთარაძე (3ქ), ტეილორი (5ქ), რენსომი (26ქ, 3პ), მერფი (10მ).
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (18ქ, 4პ), ბურნეტი (11ქ, 6მ) , ბოლქვაძე (7ქ), როგავა (13ქ, 10მ, 7პ), გეგი ბაქრაძე (9ქ, 5მ), მიქელაძე (7ქ, 3პ, 3ჩ), კახა ტომარაძე (5ქ), შლიცერი (5ქ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული