სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "დინამომ" "რუსთავთან" სერია მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
6 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "დინამომ" ნახევარფინალის პირველ დაპირისპირებაში "რუსთავი" ანგარიშით 91:58 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა - 1:0.

რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა დაწინაურება თავიდანვე შეძლო და უპირატესობა ეჭქვეშ აღრ დაუყენებია.

გამარჯვებულთა შორის 21 ქულა, 6 მოხსნა ილია ლონდარიძემ მიითვალა, 19 ქულა და 6 მოხსნა იყო მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე, ხოლო ნიკოლა მარავიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა (10 ქულა, 10 მოხსნა). რუსთაველთაგან გამორჩეული 20 ქულითა და 7 მოხსნით მაურის ბრიგსი იყო.

ამ გუნდების მორიგი დაპირისპირება
9 მაისს, კვლავ თბილისში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სერია სამ მოგებამდეა. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი ფინალის საგზურისთვის "ქუთაისი" და "კაკტუსი" იბრძვიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული