სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 2017: ლიდერები გამოიკვეთა

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის გამოკითხვა აქტიურად მიმდინარეობს. "ოლ სტარში" მონაწილე გუნდების მოთამაშეებს საერთო ჯამში 25000 ხმა აქვთ მიღებული.

შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია 28 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 14 საათზე გაიმართება. საჩვენებელ მატჩში ერთმანეთს თბილისისა და რეგიონების გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩთან ერთად ჩატარდება კონკურსები ჩატენვებსა და სამქულიან სროლებში.

გამოკითხვის შედეგად შეირჩევიან მეტოქე გუნდების მხოლოდ სასტარტო ხუთეულები, ხოლო გუნდების დანარჩენ წევრებს მწვრთნელები შეარჩევენ.

გამოკითხვა 26 იანვარს, საღამოს 18:00 საათზე დასრულდება.

გთავაზობთ სუპერლიგის "ოლ სტარის" გამოკითხვის საშუალედო შედეგებს:

თბილისი
უკანახაზელები
დეონტა ვონი 820
ოთარ ფხაკაძე 768
ტაილერ უაითი 636
დავით ლომიძე 614
ნოდარ გოგოძე 608
რევაზ როგავა 601
ირაკლი მიქელაძე 530
დერნელ ტეილორი 407

ფორვარდები

ლევან ფაცაცია 683
ტერიკ ბრიჯმენი 591
ირაკლი ჩლაიძე 580
მიხეილ ბერიშვილი 567
კალებ კრეიტონი 483
ბექა ჩიკვილაძე 469
ტრე ბურნეთი 433
კახა ტომარაძე 415
მიხეილ ჭოჭუა 410
ლევან მასხულია 347

ცენტრები
ავთო ლომინაშვილი 522
ჯონ ფლოვიესი 487
ილია ლონდარიძე 448
გეგი ბაქრაძე 341
რეჯინალდ მერფი 237
უოლტერ პიჩფორდი 234
ნიკოლა მარავიჩი 223

რეგიონი
უკანახაზელები
გიორგი ცინცაძე 1319
ჩარლი ლი 732
ზაურ ფაშაევი 641
უეიდ ლათანი 619
ლევან ცეკვავა 581
ქეისი კასპერბაუერი 445
ილია შემოსიუკი 361
დმიტრი ზაბირჩენკო 286

ფორვარდები
ანატოლი ბოისა 698
აკაკი ლომოური 624
გიორგი ბარბაქაძე 621
კახა ჯინჭარაძე 549
ტომი სპანოლო 539
ბესიკ ლეჟავა 515
ოთარ ბულიავა 422
დავით ბარბაქაძე 355
გიგი გოგობერიშვილი 352
იგორ კრივცოვი 303

ცენტრები
ბექა ბექაური 698
კრის ფელჩერი 448
სერგო ათუაშვილი 379
გიორგი ჯგერენაია 337
ვახტანგ ქადარია 286
დრაგან ტუბაკი 198
ალექსანდრ ტიშენკო 146.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვე კაი ადამიანებო. ნუთუ ასე რთული იყო, როგორც ნბა-ში არჩევნებისას, საქართველოშიც ადვილად ყოფილიყო ხმის მიცემა. აბა შეეცადეთ და მიაგენით - სად შეიძლება ხმის მიცემა?! არც, არც გუგლით ვერ ნახავ:((((( გაისისთვის მაინც გაითვალისწინეთ.
alexandre
12:05 26-01-2017
0

სიახლეები პოპულარული