ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ქუთაისი უმასპინძლებს

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი წელს 14-დან 18 იანვრის ჩათვლით გაიმართება და მას ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიური ქალაქი ქუთაისი უმასპინძლებს.

აღნიშნული ტურნირი 2006 წლიდან იმართებოდა თბილისში, ხოლო ბოლო 2 წელია მას იმერეთის დედაქალაქი მასპინძლობს.

მემორიალში მონაწილეობას სუპერლიგის 5 და "ა" ლიგის 3 გუნდი მიიღებს. გუნდები 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი და 1 წრის თავზე პირველ ადგილზე გასულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 14, 15 და 16 იანვარს გაიმართება. ფინალში გასული გუნდები სატიტულო მატჩში ერთმანეთს მიხეილ
ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში 18 იანვარს, 14:00 საათზე შეხვდებიან. გამარჯვებულს ოლიმპიური ჩემპიონების სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო ტურნირზე დაწესებული იქნება ინდივიდუალური პრიზებიც - საუკეთესო უკანახაზელისა და ფორვარდისთვის.

ქორქია-საკანდელიძის მემორიალური ტურნირის ორგანიზატორები არიან ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

Sportall.Ge
Sportall.Ge

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული