ქართული კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U20. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონი.

ჯგუფის, რომელშიც საქართველოსთან ერთად რუმინეთის, მალტის, ალბანეთისა და მაკედონიის ნაკრებები არიან, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მატჩი წააგო. ქართველების პირველი მეტოქე მასპინძელი რუმინეთი იყო, რომელმაც 63:51 იმარჯვა და ჩვენს გუნდს საქმე გაურთულა.

ქართველებმა ბოლო პერიოდი ჩააგდეს, რომელიც 8:19 წააგეს და საბოლოოთ 12 ქულით დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია ლევან ბაბილოძეს, რომელიც ტრავმირებულია, საუკეთესო შედეგი კი გოგა ბითაძემ დააფიქსირა - 15 ქულა. 10 ქულა ჰქონდა დავით ლომიძეს, დავით აფხაზავამ კი თავი 8
ქულას მოუყარა.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ალბანეთმა მალტას 92:61 მოუგო, ხოლო ჯგუფის მე-5 წევრი მაკედონია ისვენებდა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 15 ივლისს, თბილისის დროით 15 საათზე, მალტასთან გამართავს.

gbf.ge