20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის მზადების ციკლში სომხეთში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო, ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ერევანში 12 მოთამაშით გაემგზავრა, ხოლო პირველ მატჩს უკვე ხვალ, 5 ივლისს გამართავს.

20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ერევნის ტურნირისთვის შემდეგნაირია:

უკანახაზელები: დავით აფხაზავა, ტარიელ ზუზაძე, გიორგი ქავთარაძე, ლევან ბაბილოძე, ლევან გოგალაძე, რატი ნუცუბიძე
ფორვარდები: ნიკა დარბაიძე, ლუკა გიორგაძე, გიორგი ცირიკიძე, ვილი ისიანი
ცენტრები: ვლადიმერ ფურცხვანიძე, ალექსანდრე ფევაძე

ტურნირში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მონაწილეობენ: ყაზახეთის 22-წლამდელთა ნაკრები, ასევე, სომხეთის
ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებები. ქართველების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:

5 ივლისი
სომხეთი-საქართველო U20

6 ივლისი
საქართველო-ყაზახეთი U22

7 ივლისი
სომხეთი U20-საქართველო U20

20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში 14-23 ივლისს იასპარეზებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან მაკედონიის, რუმინეთის, მალტისა და ალბანეთის ნაკრებები.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
სომხური ბავშვობიდან იცი თუ გუგლ თარჯიმანში გადათარგმნე?
მსქროლავი ტროლს
11:24 05-07-2017
0
სასომხეთში რო წაიყვან ევროპის ჩემპიონატის წინ ნაკრებს დონის ასამაღლებლად, მაგარ შედეგს დადებ ევროპაზე, თქვენ გენიოსებო, იმიტომ ვერ ვითარდება ვერაფერი და დიდ ნაკრებს ცვლა არც ექნება
0

სიახლეები პოპულარული