ჯაბა ლიპარტიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
"ზორიას" ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ლიპარტიამ საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც სამახსოვროდ "ზორიას" მაისურს უსახსოვრებს. ლიპარტიამ გოგი მანთიძის შემდეგი კითხვა მოიწონა: "არჩევანი რომ გქონდეს, ითამაშო საქართველოს ნაკრებში თუ გახდე "ზორიასთან" ერთად ჩემპიონი, რომელს აირჩევდი?"

მკითხველი:
- ჯაბა, გამარჯობა! "ვიტ-ჯორჯიიდან" მახსოვს შენი თამაში, სადაც გუნდის ლიდერი იყავი და შენი პროგრესი ყველა ქართველისთვის სამაგალითო უნდა იყოს, რადგან ასე კარგად დაიმკვიდრე თავი შენთვის უცხო ქვეყანასა და კლუბში. რისი წყალობით მიაღწიე იმას, რომ ხარ უკრაინის ერთ-ერთი
ლიდერი გუნდის წამყვანი ფეხბურთელი?
- დიდი მონდომების, შრომის ხარჯზე და იღბლის, ალბათ. :)

მკითხველი:
- გამარჯობა, ჯაბა. უკვე დიდი ხანია უკრაინაში თამაშობ, ასევე, საქართველოს ჩემპიონატშიც არაერთი წელი გაატარე. როგორ შეადარებდი ამ ორი ქვეყნის პირველობის დონეს ერთმანეთს, რა პარალელებს გაავლებდი?
- უკრაინის ჩემპიონატი ბევრად რთული სათამაშოა, ვიდრე საქართველოსი, რადგან აქ თავისუფლად ბურთის მიღებას და ფიქრის საშუალებას მეტოქე არ გაძლევს. გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღო; საქართველოში კი პირიქითაა - მეტოქე შენც გათამაშებს და თვითონაც თამაშობს. :)

მკითხველი:
- ჯაბა, არჩევანი რომ გქონდეს, ითამაშო საქართველოს ნაკრებში თუ გახდე "ზორიასთან" ერთად ჩემპიონი, რომელს აირჩევდი? ))
- "ზორიასთან" ერთად ჩემპიონი რომ გავხდე, მაშინ აუცილებლად გამომიძახებენ, სხვა გზა არ ექნებათ. :)))))))

მკითხველი:
- გამარჯობა, ჯაბა. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები არცთუ ისე ურიგოდ გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ შემდგომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი რატომღაც იკარგება. შენი აზრით, რატომ ხდება ეს და რა არის საჭირო ახალგაზრდა ტალანტების შემდგომი განვითარებისთვის გასაკეთებელი გარდამავალ პერიოდში იუნიორებიდან დიდ ფეხბურთში გადასასვლელად? მადლობა, წარმატებებს გისურვებ!
- ჩემპიონატი რომ იყოს უფრო ძლიერი და გუნდებს კარგი სავარჯიშო, სათამაშო პირობები ჰქონდეთ, ალბათ, ეს ბიჭებიც განაგრძობენ პროგრესს.

მკითხველი:
- როგორ ხედავ საქართველოს ჩემპიონატის განვითარების გზას? რას უნდა მიეხედოს სასწრაფოდ და რას ეტაპობრივად (უკრაინის ჩემპიონატიდან გამომდინარე, გაგვიზიარე შენი შეხედულებები)? წარმატებები. 
- ფინანსური სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ. 1-წლიანი გუნდებით ჩემპიონატი ვერ განვითარდება... განვითარების რაღაც გეგმა უნდა ჰქონდეთ გუნდებს შემუშავებული. ასევე, ყველა გუნდს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი საწვრთნელი ბაზა!

მკითხველი:
- გამარჯობა, ჯაბა. შენი თამაშის სტილი მომწონს, კარგად ურტყამ ჯარიმებს და, ზოგადად, კარშიც ხშირად და კარგად ურტყამ, რაც ქართული ფეხბურთის დიდი ნაკლია. მაინტერესებს, გეგმავ თუ არა სხვა კლუბში ძალების მოსინჯვას? წარმატებას გისურვებ.
- კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს და ჯერჯერობით არ ვფიქრობ წასვლაზე. :)

მკითხველი:
- როგორია ამდენი ხნის მანძილზე უკრაინაში ცხოვრება, რომელიც დარწმუნებული ვარ, შენთვის მეორე სამშობლოდ იქცა? მქონდა უკრაინაში ცხოვრების ბედნიერება და ძალიან უშუალო, მეგობრული, თბილი ხალხია. უცხოელს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს, ისე ხვდებიან. როგორ არის ეს ყველაფერი შენთან მიმართებაში?
- ჩემთან მიმართებაშიც მასეა. :) ქართველები ძალიან უყვართ და არც მე ვარ გამონაკლისი :)

ისე, ერთხელ ტურნირი მოვაწყვეთ მინი-ფეხბურთში გულშემატკივრებისთვის. 4 გუნდად დაგვყვეს და მწვრთნელმა მე ლეგიონერების გუნდში არ დამაყენა - იმდენი ხანია აქ ხარ, შენ უკრაინელი ხარო :)) თამაშის დაწყებამდე ბიჭებმა უკრაინის ნაკრების ფორმა მაჩუქეს და უკრაინული პასპორტი ))))

მკითხველი:
- ვინ მიგაჩნია უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მოქმედი ფეხბურთელებიდან?
- ანდრეი იარმოლენკო.

მკითხველი:
- გაქვს თუ არა ურთიერთობა უკრაინაში მოღვაწე ქართველ ფეხბურთელებთან და რას აკეთებს ჯაბა ლიპარტია თავისუფალ დროს?
- კი, სანდრო კობახიძესა და დავით ხოჭოლავასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ სატელეფონო. უკრაინა დიდი ქვეყანაა და შორსაა ჩვენი ქალაქები :)) ადრე ბევრნი ვიყავით ქართველები უკრაინაში, ახლა ცოტანიღა შემოვრჩით:))

თავისუფალი დრო არცთუ ისე ბევრი მაქვს, ამიტომ ოჯახთან ერთად ვატარებ.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ჯაბა. მახსოვს, როდესაც "ვიტ-ჯორჯიიდან" უცხოეთში აპირებდი წასვლას, გქონდა აზერბაიჯანულ გუნდში გადასვლის ვარიანტი, თუმცა ბოლო მომენტში ჩაიშალა და აღმოჩნდი "ზორიაში", სადაც, როგორც ფეხბურთელი, გაიზარდე და გუნდში ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდი, რასაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მოჰყვა. როგორ ფიქრობ, აზერბაიჯანში რომ გაგეგრძელებინა კარიერა, რამდენად სასარგებლო იქნებოდა შენთვის ეს? იქნებოდა თუ არა ეს უკანგადადგმული ნაბიჯი შენს კარიერაში? ასევე მაინტერესებს, შენი აზრით, რა არის მიზეზი, რის გამოც  ეროვნული ნაკრების მწვრთნელი არ გიძახებს ნაკრებში?
- "ყარაბახის" ვარიანტი იყო, მაგრამ არ ჩაშლილა. უბრალოდ, "ზორია" ვარჩიე, იმიტომ, რომ უკრაინის ჩემპიონატიდან ნაკრებში უფრო დიდი შანსი იყო გამოძახების. "ყარაბახი" ძალიან ძლიერი გუნდია და "ვიტ-ჯორჯიის" მერე "ყარაბახი" ნამდვილად არ იქნებოდა უკან გადადგმული ნაბიჯი!

არ ვიცი, ვაისი რატო არ მიძახებს, მაგრამ ვიცი, რომ შემიძლია სარგებელი მოვუტანო ჩვენს ნაკრებს, იმიტომ, რომ საკმაო გამოცდილება მაქვს დაგროვილი.

მკითხველი:

- რას ნიშნავს შენთვის, ითამაშო ქვეყნის სახელით? სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს ამ ტვირთს და პატივს...
- ჩემთვის ქვეყნის სახელით თამაში ნიშნავს ყველაფერს! როცა არანაირი მოტივაცია არ გჭირდებდა მოედანზე გასასვლელად და სულითა და გულით სათამაშოდ შენი ქვეყნისა და შენი ხალხისთვის....
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული