რუსეთი მუნდიალის გარეშე? რუსული დოპინგით ფიფაც დაინტერესდა

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ სადოპინგო გამოძიება დაიწყო რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის, სპორტის ყოფილი მინისტრის ვიტალი მუტკოს წინააღმდეგ. ფიფა-მ მხედველობაში მიიღო კანადელი იურისტის რიჩარდ მაკლარენის ანგარიში, რომელშიც მუტკო არაერთხელ არის მოხსენიებული.

მთავარი საფეხბურთო ორგანო შეისწავლის მუტკოს როლს სახელმწიფო სისტემაში, რომელიც ხელს აფარებდა დოპინგის მიმღებ სპორტსმენებს - წერს ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილი".

"თუ ანგარიში გამოავლენს დარღვევებს ფიფას ეთიკის კოდექსში, საგამომძიებლო პალატა შესაბამის ზომებს მიიღებს", - განაცხადა სიტუაციასთან დაახლოებულმა წყარომ.

ვარაუდობენ, რომ მაკლარენის გუნდს აქვს მოწმის ჩვენება მუტკოს მონაწილეობაზე დოპინგ-სკანდალში. და თუ ეს დამტკიცდება,
ყოფილ მინისტრს ყველანაირი საფეხბურთო მოღვაწეობიდან ჩამოშორება ელოდება, ხოლო რუსეთს ემუქრება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული