ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე ხმაურიანი ავიაკატასტროფა [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტოზე: დანიური ტრაგედია
ბოლო 23 წელია, რაც საფეხბურთო სამყარო ავიაკატასტროფის გამო არ გლოვობდა. სამწუხაროდ, ეს მშვიდობიანი პერიოდი "შაპეკოენსეს" დაღუპვით შეწყდა.

- ბრაზილია გლოვობს - "შაპეკოენსე" ავიაკატასტროფაში დაიღუპა [PHOTO]

გავიხსენოთ წარსულის ავიაკატასტროფები, რომელთაც საფეხბურთო სამყარო შეძრეს.

ტორინო. 1949 წლის 4 მაისი
გასული სეზონის 40-იან წლებში "ტორინო" იტალიის ერთ-ერთი მოწინავე კლუბი იყო, ის პოპულარულობით "იუვენტუსს" სჯობდა. წინა დღეს "ტორინომ" ლისაბონში "ბენფიკასთან" ითამაშა (3:4). თვითმფრინავს ტურინამდე არაფერი რჩებოდა, როცა ცუდი ხილვადობის გამო ის ფრთით გორაკზე აშენებულ ბაზილიკას გამოედო. ბორტზე მყოფი ყველა ფეხბურთელი დაიღუპა,
მათ შორის, კაპიტანი ვალენტინო მაცოლა (სანდრო მაცოლას მამა).

Sportall.Ge

მანჩესტერ იუნაიტედი. 1958 წლის 6 თებერვალი
ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფა ისტორიაში. ტრაგედია მიუნხენში მოხდა. "ცრვენა ზვეზდასთან" სათამაშოდ ბასბის გუნდი ჩარტერული რეისით გაემგზავრა. მიუნხენში მათ ბენზინი შეივსეს. აფრენის მესამე ცდა ტრაგიკული გამოდგა, 21 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის, "იუნაიტედის" 8 ფეხბურთელი.

Sportall.Ge

დანიის ნაკრები. 1960 წლის 16 ივლისი
კოპენჰაგენიდან ჰერნინგში გაფრენილ თვითმფრინავში დანიის ნაკრების 8 წევრი იყო. უამინდობის გამო თვითმფრინავი სანაპიროდან 50 მეტრში ჩამოვარდა. მხოლოდ პილოტი და ფეხბურთელი სიგ ვინდელიოვი გადარჩნენ.

გრინ კროსი. 1961 წლის 3 აპრილი
"გრინ კროსი" ჩილეს ჩემპიონატის I დივიზიონში ასპარეზობდა. სანტიაგოდან გაფრენილი თვითმფრინავი კორდილიერების მთებში კლდეს შეეჯახა. არავინ გადარჩენილა.

Sportall.Ge

სტრონგესი. 1969 წლის 26 სექტემბერი
ბოლივიაში თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა. 76 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ქვეყნის საუკეთესო კლუბ "სტრონგესტის" 16 ფეხბურთელი და მწვრთნელები.

Sportall.Ge

აირ ლიკვიდი. 1970 წლის 31 დეკემბერი
ალჟირული კლუბი "აირ ლიკვიდი" ესპანეთში ამხანაგურ ტურნირზე მიფრინავდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

ფახთაქორი. 1979 წლის 11 აგვისტო
მინსკში სათამაშოდ გამგზავრებული ტაშკენტის "ფახთაქორი" საშინელი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. დნეპროძერჟინსკის თავზე ერთმანეთს ორი თვითმფრინავი დაეჯახა. 178 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, "ფახთაქორის" 17 წევრი.

Sportall.Ge

ალიანსა ლიმა. 1987 წლის 8 დეკემბერი
პერუს "ალიანსა" შინ მორიგი მატჩის ჩატარების მერე ბრუნდებოდა. თვითმფრინავი დედაქალაქის სიახლოვეს, ზღვაში ჩავარდა.

Sportall.Ge

ჰოლანდიელი ფეხბურთელები. 1989 წლის 7 ივნისი
ჰოლანდიელი ფეხბურთელები, სხვა მგზავრებთან ერთად, სურინამში გაფრინდნენ მეგობრული მატჩის გასამართავად. 187 კაციდან ტრაგედიას მხოლოდ 11 გადაურჩა. ბორტზე მყოფი 15 ფეხბურთელი დაიღუპა. საბედნიეროდ, ისტორიულ სამშობლოში გაფრენაზე უარი თქვეს ფრანკ რაიკაარდმა და რუდ გულიტმა და ამით გადარჩნენ.

Sportall.Ge

ზამბიის ნაკრები. 1993 წლის 27 აპრილი
ზამბიის სამხედრო უწყებამ სპეცრეისით გააფრინა ნაკრები დაკარში, სადაც სენეგალის გუნდთან საკვალიფიკაციო მატჩი უნდა ეთამაშა. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და წყალში ჩავარდა, ყველა დაიღუპა.

Sportall.Ge

ავიაკატასტროფა სპორტის სხვა სახეობების გუნდებით
* 1948 წელს ჩეხოსლოვაკიის ყინულის ჰოკეის ნაკრების ხუთი მოთამაშე მოყვა კატასტროფაში.

* 1950 წელს თვითმფრინავმა სვერდლოვსკთან კატასტროფა განიცადა, რომელშიც მოსკოვის ვვს-ს (ჰოკეი) 11 მოთამაშე მოყვა.

* 1958 წელს ატლანტიკის ოკეანეში ჩავარდა თვითმფრინავი, რომელშიც ეგვიპტის მოფარიკავეთა ნაკრების 6 წევრიც იყო.

* 1961 წელს ბელგიაში დაიღუპა ამერიკის მოციგურავეთა ნაკრები - 18 სპორტმენი და 10 მწვრთნელი.

* 1968 წელს ტეხასში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში "ლამარის" მძლეოსანთა გუნდის წევრები დაიღუპნენ.

* 1970 კოლორადოში დაიღუპა "ვიჩიტას" ამერიკული ფეხბურთის გუნდი. იმავე წელს დასავლეთ ვირჯინიაში - "მარშალის" ამერიკული ფეხბურთის გუნდი.

* 1972 წელს ანდებში ტრაგედია მოუვიდათ ურუგვაელ მორაგბეებს. 29 ადამიანი დაიღუპა.

* 1977 წელს ევანსვილის უნივერსიტეტის საკალთბურთო გუნდი ინდიანას შტატში დაიღუპა.

* 1980 წელს პოლონეთში დაიღუპა აშშ-ის სამოყვარულო კრივის ნაკრების 14 წევრი.

* 1985 წელს დაიღუპა აიოვას ქალთა სათხილამურო გუნდი.

* 2011 წელს დაიღუპა ჰოკეის გუნდი "ლოკომოტივი" იაროსლავლიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთო ყველა დაიფარე რაა ესეთი უბედურებებისგან, ეს რა წავიკითხე...
0

სიახლეები პოპულარული