ამომავალი ვარსკვლავი: მოდის ახალი ზლატანი

AutoSharing Option
გამორჩეულებს ბედად დაჰყვებათ - ხოლმე: მათ ხშირად ადარებენ ახლებს, თუმცა ბევრი ახალი ვერ უძლებს დიდი ტვირთის ზიდვას და ისე ტოვებს ამა თუ იმ სფეროში ასპარეზს, სანახევროდაც ვერ ეტოლება იმას, ვისაც მას ამსგავსებენ.

ყველა სფეროში ასეა და ფეხბურთში სხვანაირად რატომ უნდა იყოს? ფეხბურთიც ხომ ცხოვრების ნაწილია. ბევრი ფორვადი შეუდარებიათ აქამდე აქტიურ საფეხბურთო კარიერაშივე ლეგენდად ქცეული ზლატან იბრაჰიმოვიჩისათვის, მაგრამ ალბთ. არავინ მგვანებია მას ისე, როგორც "აიაქსის" შემტევი, კასპერ დოლბერგი.

სიმბოლურია, რომ დოლბერგის ნამდვილი საფეხბურთო კარიერა იწყება იმ გუნდიდან, საიდანაც ზლატანი გაიცნო საფეხბურთო
ევროპამ. სიმბოლურია, რომ "აიაქსი" დოლბერგით დააინტერესა იმ აგენტმა, ვინც თავის დროზე ევროპას გააცნო ყველასათვის უცნობი ბოსნიელ-შვედი გოლიათი.

არ შეიძლება, დოლბერგის თამაში ნახო და მის მიმართ პატივისცემით არ განიმსჭვალო. ეს ტანმაღალი, ერთი შეხედვით მოუხეშავი ბიჭი მხოლოდ თავით როდი თამაშობს კარგად. მან ფეხითაც შესანიშნავად იცის თამაში და გოლების გატანა.

საფეხბურთო კარიერა დაიწყო "სილკებორგში". მას თვალი ეგრევე დაადGა მენეჯერმა იონ სტეენ ოლსენმა. იბრაჰიმოვიჩის გარდა მან ევროპულ ფეხბურთს აღმოუჩინა ვიქტორ ფიშერი და კრისტიან ერიქსენი.

"დოლბერგი თვითნაბადი ტალანტია. მას ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. მე მას ვუწინასწარმეტყველებ უდიდეს მომავალს. რაც მე ყველაზე მეტად მხიბლავს, ეს მისი განსაკუთრებული ხასიათია. სულ პატარა ასაკში "აიაქსის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და ეს ოდნავაც არ ცვლის მას." - ამბობს გამოცდილი მენეჯერი.

დოლბერგი ძალიან სერიოზული, დაკვირვებული და სკანდინავიურად ცივსისხლიანი ბიჭი ჩანს. ის მხოლოდ 19 წლისაა, თუმცა უკვე შეაგდო მნიშვნელოვანი გოლები "აიაქსში" და, ამასთან ერთად, დანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში წარმატებით გარჯის შემდეგ, ეროვნული გუნდის მაისურაც მოირგო.

"ჯერ მე არაფრისთვის მიმიღწევია. სასიამოვნოა ზლატანთან შედარება, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი. მე მინდა, რომ წლების მერე მსოფლიომ ილაპარაკოს კასპერ დოლბერგზე. იქამდე დიდი გზა და დიდი შრომაა."

დაბოლოს, ჩვენი წერილი ოლსენის სიტყვებით დავასრულოთ. "მე ვიცი, როგორი იყო ზლატანი და მე ვიცი, როგორია დოლბერგი მის ასაკში. მე ვამბობ: ახალი ზლატანი მოდის!".
ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული