კონფედერაციათა თასზე წილი ნაყარია

AutoSharing Option
რუსეთის ქალაქ ყაზანში გაიმართა 2017 წლის კონფედერაციათა თასის წილისყრა.

გუნდები ასე განაწილდნენ - A ჯგუფი: რუსეთი, ახალი ზელანდია, პორტუგალია და მექსიკა; B ჯგუფი: ჩილე, ავსტრალია, გერმანია და აფრიკის წარმომადგენელი (ჯერ ცნობილი არ არის).

შეგახსენებთ, რომ აფრიკას კონფედერაციათა თასზე აფრიკის თასის გამარჯვებული წარადგენს, რომელიც თებერვალში გაიმართება.

ტურნირი რუსეთში გაიმართება და 2017 წლის 17 ივნისს აიღებს სტარტს.