Goal.com: 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა

AutoSharing Option
პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა კრიშტიანო რონალდო 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

გამოცემამ მსოფლიოს 50 მოწინავე ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელსაც სათავეში 31 წლის რონალდო უდგას.

აღსანიშნავია, რომ "გოლის" სიაში სამეულშიც კი ვერ მოხვდა ლიონელ მესი, რაც 2008 წლის მერე პირველად მოხდა. მეორე ადგილზე ლუის სუარესი (ბარსელონა) გავიდა, მესამეზე - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული