კიბოს იწვევს?! ჰოლანდიაში მესამე თაობის ხელოვნურსაფრიან მოედნებს კრძალავენ

AutoSharing Option
ჰოლანდიაში გადაწყვიტეს, რომ მესამე თაობის (3G) ხელოვნურსაფრიან საფეხბურთო მოედნებზე მატჩები აღარ ჩაატარონ. მიზეზი მოთამაშეებში ონკოლოგიური დაავადებების გაჩენის საფრთხეა. იუწყება The Telegraph.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნიდერლანდებში ასეთი მოედნების რაოდენობა 300-იდან 2000-მდე გაიზარდა. ამასთან, ხელოვნურსაფრიანი მოედნით სარგებლობს ქვეყნის უმაღლესი ლიგის ერთბაშად ექვსი გუნდი: "ჰერაკლესი", "სპარტა", "ეკსელსიორი", "როდა", "ზვოლე" და "დენ ჰააგი".

როგორც კვლევამ აჩვენა, ასეთ მოედნებზე თამაში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სულაც არაა, განსაკუთრებით კი - ბავშვებისთვის. "აიაქსის" აკადემიის აღსაზრდელების მშობლებმა უკვე მიიღეს წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ამიერიდან ბავშვები 3G-მოედნებზე აღარ ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული