ფიფა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდას აპირებს

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აპირებს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა გაზარდოს.

ამჟამად ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობს, ინფანტინოს კი მათი რიცხვის 16-მდე გაზრდა სურს, რომელთა შორის იქნებიან ჩემპიონთა ლიგისა და ლიბერტადორესის თასის ბოლო ორი სეზონის გამარჯვებულები, დანარჩენები კი რეიტინგის მიხედვით შეირჩევიან. 16 გუნდი ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უეფამ გუნდების რაოდენობა 24-მდე ევროპის ჩემპიონატზე გაზარდა. 2018-ში ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაში იგეგმება, 2026-ში კი - მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომელმაც საკონტინენტთაშორისო თასი ჩაანაცვლა, 2005 წლიდან ტარდება.
ასევე დაგაინტერესებთ