6 ევროპულ ქვეყანას გაერთიანებული ლიგის შექმნა სურს

AutoSharing Option
ჰოლანდიის, ბელგიის, შოტლანდიისა და სკანდინავიის ქვეყნების კლუბებს ჩრდილოეთ ლიგის შექმნა სურთ.

რამდენიმე ევროპულმა კლუბმა 2021 წლისთვის გაერთიანებული ლიგის შექმნის საკითხი წამოსწია, რომელსაც ჩრდილოეთ ლიგა ეწოდება.

ამ ტურნირში მონაწილეობის მიღება ჰოლანდიის, ბელგიის, შოტლანდიის, შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის კლუბებს სურთ.

მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ ტურნირში ითამაშებენ "აიაქსი, პსვ, "ფეენორდი", "ანდერლეხტი", "სელტიკი", "რეინჯერსი", "კოპენჰაგენი", "მალმიო", "რუსენბორგი" და სხვა კლუბები.

"ეს ნამდვილად ასე. თუ ზომებს ახლა არ მივიღებთ, მაშინ დიდი კლუბები უფრო ძლიერები გახდებია, ჩვენ კი გაგვიჭირდება. ამიტომ ალტერნატიული ვარიანტები უნდა ვეძებოთ „კოპენჰაგენისთვის“ საერთაშორისო დონეზე
გამოსვლისთვის. ჯერ რთულია რამე მოდელზე საუბარი, მაგრამ ამ თემის განხილვისთვის მზად ვართ" - განაცხადა "კოპენჰაგენის" ანდერს ჰორშოლტმა BT Nyheder-თან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული