Tuttosport-მა მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირად ღირებული მცველის რეიტინგი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
იტალიურმა გაზეთმა Tuttosport-მა მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირად ღირებული მცველის რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგში პირველი ადგილი ტურინის "იუვენტუსის" მცველ ლეონარდო ბონუჩის უკავია, რომლის ფასიც 70 მლნ ევროს შეადგენს. ამდენივე ღირს მიუნხენის "ბაიერნის" მცველი ჟერომ ბოატენგი. მესამე ადგილზე მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსია. რამოსის ფასი 65 მლნ ევროა.

ოცეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ლეონარდო ბონუჩი ("იუვენტუსი") - 70;
2. ჟერომ ბოატენგი ("ბაიერნი") - 70;
3. სერხიო რამოსი ("რეალი") - 65;
4. ჟერარდ პიკე ("ბარსელონა") - 60;
5. რაფაელ ვარანე ("რეალი") - 55;
6.
კალიდუ კულიბალი ("ნაპოლი") - 55;
7. ჯონ სტოუნზი ("მანჩესტერ სიტი") - 50;
8. კოსტას მანოლასი ("რომა") - 45;
9. მარკინიოსი (პსჟ) - 45;
10. მატს ჰუმელსი ("ბაიერნი") - 42;
11. ალესიო რომანიოლი ("მილანი") - 40;
12. დავიდ ლუიზი ("ჩელსი") - 38;
13. შკოდრან მუსტაფი ("არსენალი") - 35;
14. დიეგო გოდინი ("ატლეტიკო") - 35;
15. დანიელე რუგანი ("იუვენტუსი") - 35;
16. ტიაგო სილვა (პსჟ) - 30;
17. ჯორჯო კიელინი ("იუვენტუსი") - 30;
18. ნიკოლას ოტამენდი ("მანჩესტერ სიტი") - 30;
19. ერიკ ბაი ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 30;
20. ნიკოლა მაქსიმოვიჩი ("ნაპოლი") - 25.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული