ამხანაგური მატჩები: ლეგენდები მიდიან

AutoSharing Option
წუხელ ევროპაში რამდენიმე ამხანაგური მატჩი გაიმართა. ორი დიდი ფეხბურთელი კი საერთაშორისო კარიერას დაემშვიდობა - ირლანდიაში ირლანდიური ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, რობი კინს აცილებდნენ, ხოლო გერმანიაში - ბასტიან შვაინშტაიგერს.

"ავივაზე" ირლანდია ომანს მასპინძლობდა და იოლადაც დაამარცხა - 4:0. მეორე გოლი რობი კინის ანგარიშზეა, რომელიც ნაკრებს 146 მატჩითა და 68 გოლით დაემშვიდობა, შთამბეჭდავი რიცხვებია.

ბასტიან შვაინშტაიგერმა ცრემლები ვერ შეიკავა გაცილებაზე, ლიოვის ნაკრებმა კი 2:0 დაამარცხა ფინეთი. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, მაქს მაიერის გოლს შეცვლაზე შესული მესუთ იოზილის გოლი დაემატა.

ესტონეთი-მალტა 1:1
გოლები: 1:0
ზენიოვი (57), 1:1 ეფიონგი (59)

ჩეხეთი-სომხეთი 3:0
გოლები: 1:0 კრეიჩი (4), 2:0 ვ. კადლეცი (34), 3:0 კოპიჩი (87)

ნორვეგია-ბელარუსი 0:1
გოლი: 0:1 კრივეცი (56)

დანია-ლიხტენშტაინი 5:0
გოლები: 1:0 ნ. იორგენსენი (30), 2:0 იორგენსენი (33), 3:0 კორნელიუსი (49), 4:0 ფიშერი (62), 5:0 ლარსენი (84)

თურქეთი-რუსეთი 0:0

ალბანეთი-მაროკო 0:0

გერმანია-ფინეთი 2:0
გოლები: 1:0 მ. მაიერი (55), 2:0 იოზალი (77)
გერმანია (4-1-4-1): ტერ შტეგენი (46. ლენო) - კიმიხი, ზიულე (59. თა), მუსტაფი, ჰექტორი (63. იოზილი) - შვაინშტაიგერი (68. ვაიგლი) - ბელარაბი, გიოტცე, მ. მაიერი, ბრანდტი (78. თ. მიულერი) - ფოლანდი

ირლანდია-ომანი 4:0
გოლები: 1:0 ბრეიდი (8), 2:0 რ. კინი (30), 3:0 უოლტერსი (34), 4:0 უოლტერსი (63)

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული