ტრანსფერ ONLINE: 30 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:19. ეგრევე მთავარზე: ჯო ჰარტის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა "ტუტოსპორტს" დაუდასტურა, რომ მისი კლიენტი "ტორინოში" ითამაშებს.

12:28. არგენტინელი მცველი მარკოს როხო, თუ მისი აგენტის სიტყვებს დავეყრდნობით, "მანჩესტერ იუნაიტედში" რჩება.

12:39. როგორც ჩანს, "იუვენტუსმა" ბოლოს და ბოლოს, მიაღწია შეთანხმებას "ზენიტთან" აქსელ ვიტსელის ტრანსფერთან დაკავშირებით. "გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ რუსული გრანდი 15 მილიონ ევროს დაყაბულდა, ხოლო "ზენიტის" მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ბელგიელ ნახევარმცველს დაემშვიდობა.

12:49. "არსენალი" თანახმაა, ჯეკ უილშირი რომელიმე კლუბში იჯარით გაუშვას. ცნობისთვის, 24 წლის ნახევარმცველი სემ ელარდაისმაც არ გამოიძახა ინგლისის ნაკრებში
- სათამაშო პრაქტიკა აკლიაო.

12:53. შოთა არველაძეს გუნდში ახალი ფეხბურთელი ჰყავს: შვედური "მალმიოს" ისლანდიელი ფორვარდი ვიდარ კიარტანსონი თელ-ავივის "მაკაბიში" ითამაშებს.

13:00. "ნაპოლიმ" უარი უთხრა "ევერტონს" ფორვარდ მანოლო გაბიადინის მიყიდვაზე.

13:18. უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი იევჰენ კონოპლიანკა, შესაძლოა, "შალკეში" წავიდეს. ამ ინფორმაციას "მარკა" ავრცელებს. "ხუმარებს" გეგმაში აქვთ ჯერ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო ერთი წლის შემდეგ "სევილიასგან" ტრანსფერის სრულად გამოსყიდვა.

13:32. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ინტერმა" მარსელო ბროზოვიჩისა და სესკ ფაბრეგასის გაცვლაზე უარი თქვა.

13:43. ედინსონ კავანის აგენტმა განაცხადა, რომ "ნაპოლისადმი" ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მისი კლიენტი "სან პაოლოზე" არ დაბრუნდება.

14:00. 35 წლის ტომაშ როსიცკი "არსენალს" ტოვებს და კარიერას სამშობლოში, კერძოდ, პრაღის "სპარტაში" გააგრძელებსო, წერს ჩეხური მედია.

14:13. საინტერესო ამბავი მადრიდიდან: შესაძლოა, "რეალმა" ხამეს როდრიგესი და ისკო პრემიერლიგაში გაუშვას. პირველს "ტოტენჰემი" ეპატიჟება, ხოლო მეორეს - "ჩელსი".

14:34. ყველასგან მიტოვებულ ჯეკ უილშირს მთხოვნელი გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, "არსენალს" საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება "რომამ" შესთავაზა.

14:38. "ბაიერნმა", შესაძლოა, "არსენალისგან" გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველის, სერჟ გნაბრის ტრანსფერი გამოისყიდოს და 21 წლის ფეხბურთელი "ვერდერში" გაანათხოვროს.

14:43. სიტუაცია შეიცვალა: სამირ ნასრი "ბეშიქთაშში" კი არა, შესაძლოა, "სევილიაში" გადავიდეს. ასეთია "ეკიპის" ინფორმაცია.

14:49. მოსკოვის ცსკა-ს ყოფილი ფორვარდი ვაგნერ ლავი "მონაკოდან" თურქულ "ალანიასფორში" გადავიდა.

14:58. მარიო ბალოტელი "პალერმოში" არ გადავა, სამაგიეროდ, "ნიცასთან" თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია. დარჩა მხოლოდ ანაზღაურების დეტალები.

15:11. "სანდერლენდის" ფორვარდმა ჯერემეინ ლენსმა იჯარით "ფენერბაჰჩეს" მიაშურა.

15:22. როგორც ამბობენ, "ლიონმა" "რომას" ფორვარდ ხუან იტურბეს ყიდვა მოინდომა.

15:35. "ბარსელონამ" პაკო ალკასერი ოფიციალურად წარადგინა.

15:37. "ვალენსიამ" ფორვარდი მუნირ ელ ჰადადი "ბარსელონასგან" იჯარით აიყვანა.

15:50. ჯო ჰარტი უკვე ტურინშია...

16:02. ტომაშ როსიცკის ტრანსფერი პრაღის "სპარტაში" ოფიციალურად დადასტურდა. კონტრაქტი 2-წლიანია.

16:08. "ჩელსი" "ფიორენტინას" მარცხენა მცველ მარკოს ალონსოს 27 მილიონ ევროდ ყიდულობს.

16:16. შემტევი ლოიკ რემი ერთწლიანი იჯარით "ჩელსიდან" "კრისტალ პალასში" გადავიდა.

16:43. "არსენალმა" "დეპორტივოს" ფორვარდი ლუკას პერესი ოფიციალურად დაიკანონა.

16:47. "ჰალ სიტიმ" კონტრაქტი გაუფორმა "კარდიფის" მეკარე დევიდ მარშალს.

17:02. "ლივერპულმა" მამადუ სახოს ურჩია, ახალი კლუბი მოძებნოს.

17:35. "იუვენტუსმა" "ინტერს" შტეფან ლიხტშტაინერის მიყიდვაზე უარი უთხრა.

17:53. ხუან კუადრადო, შესაძლოა, "იუვენტუსიდან" "ჩელსიში" დაბრუნდეს.

18:25. "ბარსელონას" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებებს მომავალი წლის მარტამდე არ აპირებს.

18:43. "ვოლფსბურგმა" პსჟ-ს იულიან დრაქსლერის მიყიდვაზე უარი უთხრა. არადა, პარიზული გრანდი 75 მილიონ ევროს იხდიდა.

19:48. ფორვარდ გაბრიელ ბარბოზასთვის ("გაბიგოლი") "ბარსელონა" და "რეალი" იბრძოდნენ, თუმცა ბრაზილიელი ოლიმპიური ჩემპიონი ბოლოს "ინტერში" აღმოჩნდა.

19:53. "ფიორენტინა" მარკო ალონსოს გაყიდვაზე დათანხმდა. "ჩელსი" ამ გარიგებაში 24 მილიონ ევროს გაიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული