ტრანსფერ ONLINE: 27 ივლისის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
14:04. "ბარსელონამ" წარადგინა ანდრე გომეში. 22 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ხუთწლიანია. კატალონიელებმა, ბონუსების ჩათვლით, "ღამურებს" 35 მილიონი ევრო გადაუხადეს.

15:16. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა Bild-თან კომენტარში განაცხადა, რომ არ აპირებს "დორტმუნდის" დატოვებას.

15:46. "არსენალს" ამ წლის ბოლომდე გამოაკლდა პერ მერტეზაკერი, რის შემდეგაც არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მისი გუნდი რომელიმე გამოცდილი მცველის შეძენას შეეცდება.

16:02. და უკვე გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ "არსენალი" კიდევ ერთ მსოფლიოს ჩემპიონს, შკორდან მუსტაფის შეიძენს. თუმცა, ლონდონელებს ჯერ არ მიუმართავთ წინადადებით "ვალენსიისთვის".

16:16. Daily Mail-ი წერს, რომ აიოსე პერესი
"ნიუკასლიდან "ბარსელონაში" გადავა, რათა ხანდახან შეცვალოს მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიოდან ერთ-ერთი.

16:25. "ინტერი", როგორც ჩანს, მოელაპარაკა მაურო იკარდის. ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 5 მილიონი ევრო იქნება - იმდენი, რამდენსაც მას "ნაპოლი" სთავაზობდა. ამ ინფორმაციის წყარო Corriere dello Sport-ია.

16:30. თუ "ნაპოლის" იკარდის ვარიანტი არ გამოუვა, მისი ძირითადი სამიზნე არკადიუშ მილიკი იქნება, რაზეც ერთი დღის წინ წერდნენ პრესაში.

16:57. პრემიერლიგაში გადასული "მიდლსბრო" შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს და ამ მიზნით "ასტონ ვილადან" აიყვანა ამერიკელი მეკარე ბრედ გუზანი.

17:01. იგუაინის ტრანსფერის შემდეგ "იუვენტუსმა" ბლეზ მატუიდის შეძენაზე დაიწყო ფიქრი. სავარაუდო ტრანსფერი 20-30 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ამის შესახებ "ეკიპმა" დაწერა.

17:12. ფლორიან ტოვენი თითქმის გადავიდა "ლაციოში". ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ რომაული კლუბი უკვე მოელაპარაკა ფრანგს ტრანსფერზე. ახლა "ნიუკასლის" დაყოლიება დარჩა.

17:29. Marca-მ დაითვალა TOP 5 ქვეყნის კლუბების დანახარჯები ამ ზაფხულს. საერთო თანხა შთამბეჭდავია: 1.1 მილიარდ ევროზე მეტი. ყველაზე მეტი ფული ინგლისში დაიხარჯა - 600 მილიონი. იქ ლიდერობენ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" (80-80 მილიონი). ჩემპიონშიფში ლიდერია "ნიუკასლი" - 40 მილიონი.

მეორე ადგილზეა ბუნდესლიგა - 434 მილიონი. მთავარი მყიდველი, მოულოდნელად, "დორტმუნდი" გახდა - 113 მილიონი. "ბაიერნმა" 73 მილიონი ევრო დახარჯა.

დანახარჯების მიხედვით მესამეა სერია A (417 მილიონი). "იუვენტუსმა" იგუაინის წყარობით ყველას გაასწრო (112 მილიონი). ესპანეთის პრიმერაში ტრანსფერებზე 288 მილიონი დახარჯეს. 75 მილიონი - "ბარსელონასია", 49 მილიონი - "ატლეტიკოსი", 30 მილიონი - "რეალის". საფრანგეთის ჩემპიონატში ახალ ფეხბურთელებზე 144 მილიონი დაიხარჯა.

17:39. რომან ზოზულია ახლოს არის "ბეტისში" გადასვლასთან. ფეხბურთელი დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

17:41. რობერტო მანჩინის "ინტერიდან" გაშვებას უწინასწარმეტყველებენ. ამ თემას ეხმიანება ჰოლანდიური De Telegraaf-ი, რომელიც წერს, რომ "ნერაძური" მთავარი მწვრთნელის სავარძელს ფრანკ დე ბურს შესთავაზებს.

17:52. მაქს გრადელმა და ბრედ სმიტმა "ბორნმუთთან" გააფორმეს კონტრაქტები. კოტდივუარელმა ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ლივერპულელის კონტრაქტიც იმავე ვადისაა.

18:24. ივიცა ოლიჩი ისევ მიუნხენშია, ოღონდ "მიუნხენ 1860"-ში.

18:33. მარკო არნაუტოვიჩი არ დატოვებს "სტოკს". ავსტრიელმა კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

18:52. ალეშანდრე პატოს "ვილიარეალში" გადასვლაზე უკვე ვიცოდით, გუშინ კი ბრაზილიელი ყვითელი მაისურით წარდგა პუბლიკის წინაშე.

19:03. დღის კიდევ ერთი შემდგარი ტრანსფერი: "მარსელმა" "ტულუზადან" ზინედინ მაშაში შეიძინა.

19:17. "ბარსელონას" არ სურს არდა თურანთან გამოთხოვება. კატალონიელთა ხელმძღვანელებმა გამოაცხადეს, რომ სჯერათ თურქი ფეხბურთელის. ასევე არ დატოვებენ "ბარსელონას" ტელიო და მონტოია.

19:56. ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "რომამ" და "არსენალმა" მოილაპარაკეს ვოიცეხ შჩესნის ტრანსფერზე. ლაპარაკია ერთწლიან იჯარაზე.

18:22. "მანჩესტერ სიტი" ამზადებს 60-მილიონიან შეთავაზებას ჯონ სტოუნსზე, - წერს BBC. როგორც ირკვევა, გვარდიოლას არ ჰყოფნის სამი მცველი - კომპანი, ოტამენდი და მანგალა.

20:37. "ლივერპულმა" ერთ დღეში მეორე მცველი გაასხვისა. დენ კლირი "ბირმინგემში" გადავიდა.

20:42. ოფიციალურად: ჩირო იმობილე "ლაციოში" გადავიდა. "სევილიამ" 8.5 მილიონი ევრო მიიღო, ფეხბურთელმა - ხუთწლიანი კონტრაქტი.

20:56. "ბრისტოლმა" "ბაიერნის" ფეხბურთელი ივან ლულიჩი გაიფორმა.

21:26. ნიკოლას ლოდეირო "სიეტლ საუნდერსში" გადაბარგდა.

21:59. დღის ბოლო ოფიციალური გარიგება: "ჰამბურგის" ყოფილი და "დარმშტადტის" ფეხბურთელი სლობოდან რაიკოვიჩი "პალერმოში" წავიდა სათამაშოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ახლა მატუიდიო... მაინც ყიდიან ალბათ ცხენს,თორემ ამდენი შუახაზელები რა როი ჰოჯსონად უნდათ?!
ნიუკასლი დაბრუნდება ალბათ გაისად.
გაგა
11:29 28-07-2016
0
ვეთანხმები ლევანს და თენგოს, თუ წერთ წერეთ დაზუსტებული ინფორმაციები, განსაკუთრებით ჩვენებზე,და ნუ ურევთ ხალხს ტვინს.
სოსო
11:09 28-07-2016
0

სიახლეები პოპულარული