უეფამ მოიწონა კოპა ამერიკისა და ევრო 2016-ის გამარჯვებულებს შორის მატჩის გამართვის იდეა

AutoSharing Option
უეფამ მხარი დაუჭირა კოპა ამერიკა 2016-ისა და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულ ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩის ორგანიზების იდეას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაციის (კონმებოლი) პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა დაწერა.

შეგახსენებთ, რომ ასეთი შეხვედრის ჩატარების იდეა სწორედ დომინგესისგან მომდინარეობდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ უეფაში შესაბამისი თხოვნის წერილიც გაგზავნა. კონმებოლის პრეზიდენტი ევროპელებს შეხვედრის გამართვას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სთავაზობდა.

"ჩვენ დადებითი პასუხი მივიღეთ შეხვედრის ორგანიზების იდეასთან დაკავშირებით, - დაწერა დომინგესმა. - ახლა მატჩის გამართვის შესაძლო თარიღებზე ვიფიქრებთ".

კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშების
ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 27 ივნისს ისტ-რუტერფორდში (აშშ) ჩატარდა, ჩილეს ნაკრებმა არგენტინის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა (4:2). რაც შეეხება ევრო 2016-ს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპირველობის ტრიუმფატორის ვინაობა 10 ივლისს უნდა გაირკვეს.

- კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული