კოპა ამერიკა. ფინალი: ჩილე ჩემპიონია, არგენტინა მესიმ დააღალატა [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ აშშ-ში კოპა ამერიკა 2016-ის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გოლის გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი გამარჯვება ჩილელებს დარჩათ - 4:2.

ისტ-რუტერფორდში, სტადიონ "მეტლაიფ-ნიუ-მიდოულენდსზე" ჩატარებულ შეხვედრაში მსაჯმა გუნდები კაცნაკლულნი პირველსავე ტაიმში დატოვა, ჯერ ჩილელი მარსელო დიასი გააძევა (28-ე წუთი), შემდეგ კი - არგენტინელი მარკოს როხო (43.)

აღსანიშნავია, რომ 11-მეტრიანი ნიშნულიდან გატანა ლიონელ მესიმ და ლუკას ბილიამ ვერ მოახერხეს. ჩილეს ნაკრებში გადამწყვეტი ზუსტი დარტყმა კი ფრანსისკო სილვამ შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, ჩილეს ნაკრები ისტორიაში მეორედ გახდა კოპა ამერიკის გამარჯვებული.
მკითხველის კომენტარები / 5 /
პენალტის ვერგატანისთვის არ უნდა შევაქციოთ ზურგი ფეხბურთელს.
გაგა
17:22 27-06-2016
0
ჭეშმარიტად რონალდუ ტუ მესი პასუხგაუცემელია - ფაქტია ინიესტა აკლია ლეოს ნაკრებში რაც მის სრულყოფილებას ეჭქვეშ აყენებს!
brola*
13:24 27-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული