ამხ. მატჩები: სლოვაკეთის ნაკრებმა გერმანიას საქართველოს მსგავსად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
29 მაისს ევროპულ სტადიონებზე რამდენიმე ამხანაგური მატჩი გაიმართა.

საინტერესო შეხვედრა შედგა აუგსბურგში, სადაც გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთი მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ იან კოზაკის გუნდმა (ოღონდ ექსპერიმენტული შემადგენლობით) ამავე ანგარიშით საქართველოს ეროვნულ გუნდს სძლია.

გერმანელებმა ანგარიში მარიო გომესის ზუსტი 11-მეტრიანით მე-13 წუთზე გახსნეს, სტუმრებმა კი მარეკ ჰამშიკის (41-ე წუთი), მიხალ დიურიშისა (44) და იურაი კუცკას (52) გოლებით იმარჯვეს, რაშიც თავისი "წვლილი" გერმანელთა მეკარეებს: ბერნდ ლენოსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენსაც მიუძღვით.
ნაკრებმა გერმანიას საქართველოს მსგავსად მოუგო [VIDEO]" width="297" height="140" />

ასეთივე ანგარიშით ესპანეთის ნაკრებმა შვეიცარიაში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან ითამაშა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასაწყისში დუბლი ნოლიტომ (მე-11, მე-18 წუთები) მიითვალა. 29-ე წუთზე ემირ სპაჰიჩმა ერთი ბურთი გაქვითა, საბოლოო ანგარიში კი პედრო როდრიგესმა კომპენსირებულ დროში (90+4) დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ევრო 2016-ის დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრებთან, 7 ივნისს ჩაატარებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვლადიმირ ვაისის გუნდის კიდევ ერთმა მომავალმა მეტოქემ ამხანაგურ ბატალიებში, რუმინეთის ნაკრებმა (შეხვედრა 3 ივნისს გაიმართება) ტურინში უკრაინასთან ითამაშა და ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

იტალიის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით შოტლანდიას სძლია. მალტაზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გრაციანო პელემ 57-ე წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუგალიის ნაკრებმა პორტუში ნორვეგიის ეროვნულ გუნდს თავისი მთავარი ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს გარეშე უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. "დრაგაუზე" თავი რიკარდუ კუარეჟმამ (13), რაფაელ გერეირომ (65) და ანტონიო ედერმა (70) გამოიჩინეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დღის კიდევ ერთ მატჩში თურქეთის ნაკრებმა ანტალიაში მინიმალური ანგარიშით მონტენეგროს სძლია.