ამხ. მატჩები: სლოვაკეთის ნაკრებმა გერმანიას საქართველოს მსგავსად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
29 მაისს ევროპულ სტადიონებზე რამდენიმე ამხანაგური მატჩი გაიმართა.

საინტერესო შეხვედრა შედგა აუგსბურგში, სადაც გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთი მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ იან კოზაკის გუნდმა (ოღონდ ექსპერიმენტული შემადგენლობით) ამავე ანგარიშით საქართველოს ეროვნულ გუნდს სძლია.

გერმანელებმა ანგარიში მარიო გომესის ზუსტი 11-მეტრიანით მე-13 წუთზე გახსნეს, სტუმრებმა კი მარეკ ჰამშიკის (41-ე წუთი), მიხალ დიურიშისა (44) და იურაი კუცკას (52) გოლებით იმარჯვეს, რაშიც თავისი "წვლილი" გერმანელთა მეკარეებს: ბერნდ ლენოსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენსაც მიუძღვით.
ნაკრებმა გერმანიას საქართველოს მსგავსად მოუგო [VIDEO]" width="297" height="140" />

ასეთივე ანგარიშით ესპანეთის ნაკრებმა შვეიცარიაში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან ითამაშა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასაწყისში დუბლი ნოლიტომ (მე-11, მე-18 წუთები) მიითვალა. 29-ე წუთზე ემირ სპაჰიჩმა ერთი ბურთი გაქვითა, საბოლოო ანგარიში კი პედრო როდრიგესმა კომპენსირებულ დროში (90+4) დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ევრო 2016-ის დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრებთან, 7 ივნისს ჩაატარებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვლადიმირ ვაისის გუნდის კიდევ ერთმა მომავალმა მეტოქემ ამხანაგურ ბატალიებში, რუმინეთის ნაკრებმა (შეხვედრა 3 ივნისს გაიმართება) ტურინში უკრაინასთან ითამაშა და ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

იტალიის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით შოტლანდიას სძლია. მალტაზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გრაციანო პელემ 57-ე წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუგალიის ნაკრებმა პორტუში ნორვეგიის ეროვნულ გუნდს თავისი მთავარი ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს გარეშე უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. "დრაგაუზე" თავი რიკარდუ კუარეჟმამ (13), რაფაელ გერეირომ (65) და ანტონიო ედერმა (70) გამოიჩინეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დღის კიდევ ერთ მატჩში თურქეთის ნაკრებმა ანტალიაში მინიმალური ანგარიშით მონტენეგროს სძლია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აი, თურმე რა მაგარ ნაკრებთან წაგვიგია :D
giglia
15:07 30-05-2016
0
გიგა ,კახა,.....ჩვენ ქართველი გულშემატკივრები ყოველთვის ვერკვეოდით დიდ ფეხბურთში. სლოვაკები ჩვენ რომ შეგვხვდენ თანაც გერმანელებთან ამხანაგურის სამი დღით წასწრებით, ვაისის დიდი დამსახურებაა.ჩვენთან შეხვედრა მათ სულაც არ ესაჭირებოდათ და მთელი თავით რომ ჩვენზე მაგრები და ფორმაში არიან დღეს დღეობით,ევრო ტურნირზე,ჯგუფიდან ღირსეულად გასულები,ამაშიც ეჭვი არ აქვთ არავის,მით უმეტეს ქართველ გულშემატკივრებს,ფეხბურთში ,ქიცითაც და ქიცმაცურითაც გარკვეულებს,რა მოგდით?,რომ წერთ მხოლოდ დაწერისათვის.ხომ ვერკვევით? ფეხბურთში, სხვა ერებზე არანაკლებად და საერთოდ ბოლო დროს შემზარდა ფეხბურთი და ნაღდი თამაში,ქართუველთათვის ყოველთვის სავარჯიშოდ სანატრელი ვაჟკაცურილელო, რაგბი მიყვარს,უნდა გავხადოთ რაგბი ნამბერ ვან ,ჩვენს ქვეყანაში და სრულად ვეთანხმები,ერთ ერთი გამოჩენილი სფორტსმენის ინგლისელის ნათქვამს, ამ თამაშების ურთიერთ სხვაობის შესახებ, რაგბის სასარგებლოდ.ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში ,ფეხბურთელები ცდილობენ აჩვენონ მაყურებელს, როგორ სტკივათ,რაგბისტები კი ოთხმოცი წუთის განმავლობაში ცდილობენ მაყურებლისათვის,ამ ტკივილების დამალვას.ეს არის ძირეული -ვაჟკაცობის ქალაჩუნობსაგან განმასხვავებელი მარცვალი- ორ გეიმს შორის, და რაგბი კი მართლაც,ჭიდაობათა ნაირსახებებთან ერთად ,ჩვენი,ქარეთველთა თამაშია!და ქართველთა მომავალ თაობებს ჰაერივით გვესაჭიოვება!
Sebastan Chabal.France
14:06 30-05-2016
0

სიახლეები პოპულარული