სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ივლისი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ფიფა ფეხბურთის წესებს ცვლის
AutoSharing Option
13:12 07-03-2016
ფიფამ და საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო კავშირმა ფეხბურთის წესებში ცვლილებები მოიწონა და ისინი სატესტო რეჟიმში დაამტკიცა.

ფიფას ახალმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებს.

* ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება მე-4 ცვლილების განხორციელება, იმ შემთხვევაში, თუ თამაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ოვერტაიმში გადავა. ამასთან, ჯერ უცნობია, იმოქმედებს თუ არა ეს წესი, თუკი გუნდები ძირითად 90 წუთში არც ერთ ცვლილებას არ განახორციელებენ.

* მსაჯებს მიეცემათ უფლება, ფეხბურთელები ჩხუბისთვის მატჩის დაწყებამდეც გააძევონ.

* მატჩის (ტაიმის) დაწყებისას, ამიერიდან, ბურთის შეყვანა თამაშში ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება.

* უქმდება ე. წ. სამმაგი დასჯის წესი, როდესაც მეტოქის კარში პენალტიც ინიშნება და დამნაშავე ფეხბურთელს წითელ ბარათს აჩვენებენ, რის გამოც გუნდი კაცნაკლული რჩება. მალე ასეთ შემთხვევაში (თუკი ადგილი განზრახ უხეშობას არ ექნება) დაინიშნება პენალტი და დამნაშავე ფეხბურთელი მიიღებს ყვითელ ბარათს.

* ზემოთ მოყვანილი ყველა ცვლილება სატესტო რეჟიმში ამოქმედდება 1-ლი ივნისიდან და მათ სატესტო რეჟიმში გამოიყენებენ ევრო 2016-ზე და კოპა ამერიკაზე.

* ფიფამ დაამტკიცა ვიდეოგამეორებების სისტემა. ეს სისტემა მსაჯებს 2017/18 წლების სეზონიდან დაეხმარება.

* ვიდეოგამეორებები გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში (როცა საკამათოა): გოლი, გაძევება, პენალტის დანიშვნა და მსაჯის მიერ ფეხბურთელის იდენტიფიკაციის შეცდომის შემთხვევაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
vaspa
22:04 07-03-2016
ვიდეოგამეორებების სისტემა უფრო ადრე იყო დასანერგი.საქართველოში როგორ დაინერგება საინტერსოა?/?????