სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
დღეს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება - ხუთი კანდიდატი და ორი ფავორიტი
AutoSharing Option
09:30 26-02-2016
დღეს ციურიხში, ფიფას საგანგებო კონგრესზე მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

ზეპ ბლატერის მემკვიდრეობისთვის 8 კანდიდატი იბრძოდა, მაგრამ ბოლომდე 5 შემორჩა - პრინცი ალი ალ ჰუსეინი (იორდანია) - ფიფას ვიცე-პრეზიდენტი; შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმი (ბაჰრეინი) - აზიის კონფედერაციის პრეზიდენტი; ტოკიო სეკსვალე (ს. აფრიკა), ჟერომ შამპანი (საფრანგეთი) და ჯანი ინფანტინო (შვეიცარია, იტალია) - უეფას გენერალური მდივანი.

ინფანტინოს, სავარაუდოდ, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები დაუჭერენ მხარს. შეიხ სალმანს - აზიისა და აფრიკის ქვეყნების დიდი ნაწილი, ამავე რეგიონში აქვს დასაყრდენი პრინც ალისაც, სეკსვალესა და შამპანს სერიოზული შანსები არ გააჩნიათ.

თუკი რომელიმე კანდიდატი 209 ხმის ორ მესამედს მიიღებს, ის პრეზიდენტად პირველივე ტურში გამოცხადდება. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველივე ტურში საჭირო 139 ხმა რომელიმე კანდიდატმა მიიღოს.

პრინც ალი შარშან სერიოზულად ებრძოდა ბლატერს, თუმცა ახლა ის უკვე აღარ არის ფავორიტი, მთავარი ბრძოლა ინფანტინოსა და შეიხ სალმანს შორის უნდა გაიმართოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.