სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
რა ელის ფიფას პარასკევს? - 26 თებერვალს ფიფას ახალი პრეზიდენტი ეყოლება
AutoSharing Option
14:10 25-02-2016
26 თებერვალს ფიფას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. იყო საფრთხე, რომ არჩევნები გადაიდებოდა, მაგრამ ლოზანის სპორტულმა საარბიტრაჟომ არ დააკმაყოფილა ერთ-ერთი კანდიდატის, იორდანიის პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინის მოთხოვნა თარიღის გადატანაზე.

ალ-ჰუსეინი არჩევნებზე გამჭვირვალე საარჩევნო ურნებს ითხოვდა. სწორედ ამ მიზეზით შეიტანა მან აპელაცია გადადების შესახებ. ალ-ჰუსეინი შიშობს, რომ ზოგიერთი ზეწოლით გააკეთებს არჩევანს და თან იძულებული იქნება, ფოტო გადაიღოს, რათა დაამტკიცოს, რომ მართლა იმ კანდიდატს მისცა ხმა, რომლისთვისაც ხმის მიცემა დაევალა.

ასე რომ, ყველაფერი გაწერილ ვადებში ჩატარდება. პრინც ალის კონკურენტები არიან ჯანი ინფანტინო, შეიხი სალმან
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბინ იბრაჰიმი, ჟერომ შამპანი და ტოკიო სეკვალე.

ამასობაში ფიფას სააპელაციო კომიტეტმა განიხილა ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერისა და უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის საქმეები. ორივე ჩინოსანი 8-8 წლით იყო დისკვალიფიცირებული და ფეხბურთიდან ჩამოშორებული. კომიტეტმა ლმობიერება გამოიჩინა და მათ 6-6 წლამდე შეუმცირდათ სასჯელი. ბლატერი ჯარიმის სახით 50 ათას შვეიცარიულ ფრანკს გადაიხდის, ხოლო პლატინი - 80 ათასს.

უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო დარწმუნებულია, რომ არჩევნებს მოიგებს.

"ამ სიტუაციაში დარწმუნებული ვარ ჩემ გამარჯვებაში, დაახლოებით 105 ხმას ველი. აფრიკიდან სერიოზულ მხარდაჭერას ველოდები, ალბათ, აფრიკული ქვეყნების ნახევარი მე მომცემს ხმას", - განაცხადა შვეიცარიელმა, რომელმაც მხოლოდ მას მერე დააყენა თავისი კანდიდატურა, რაც მიშელ პლატინის საფეხბურთო ჩინოსნობა აეკრძალა.

შეიხი სალმანი კი აცხადებს, რომ ინფანიტოს წინადადებები პოპულისტურია და მის განხორციელების შემთხვევაში, ფიფა სამ წელიწადში გაკოტრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.