სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ტრანსფერ ONLINE: რანოკია "სამპდორიაში" ითამაშებს
AutoSharing Option
09:28 29-01-2016
14:43 "სქაი სპორტსი" წერს, რომ ალექს ტეიშეირას ტრანსფერი "ლივერპულში" ჩაიშალა. "შახტარს" მის ნაცვლად შემოთავაზებული 35 მილიონი ევრო ეცოტავა.

15:17 მარკო ბორიელომ კონტრაქტი "ატალანტასთან" გააფორმა.

16:00 ლამინ კონე "სანდერლენდმა" ოფიციალურად წარადგინა.

17:30 ემანუელ ემენიკე "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი გახდა.

17:43 გერჰარდ ტრემელი იჯარით ბრემენის
You must have Flash Player installed in order to see this player.
"ვერდერში" ითამაშებს. ამის შესახებ "სუონსის" "ტვიტერის" გვერდი წერს.

17:54 მარიო სუარესი "ფიორენტინადან" "უოტფორდში" გადადის. ტრანსფერის თანხა 5,5 მილიონ ევროს შეადგენს.

17:57 სუარესი უკვე ინგლისშია და მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

18:26 კრისტიან პანუჩი ისევ "ლივორნოს" თავკაცი გახდა.

18:59 გენუის "სამპდორიამ" ოფიციალურად წარადგინა ანდრეა რანოკია. ის "ინტერიდან" იჯარით წავიდა სეზონის ბოლომდე გამოსყიდვის უფლების გარეშე.

19:17 "ტელეგრაფი" ამტკიცებს, რომ რობერტ ლევანდოვსკი თავადაც მოწადინებულია, მადრიდის "რეალში" გადავიდეს.

19:21 ხუან არანგო "გლადბახიდან" "ნიუ იორკ კოსმოსში" გადავიდა.

20:03 53 წლის სტიუარტ პირსმა ერთმატჩიანი კონტრაქტი გააფორმა "ბრიტანეთის ყველაზე ცუდ კლუბ" "ლონგფორდთან".

20:57 მატია პერინი "მანჩესტერ იუნაიტედს" აინტერესებს. ამის შესახებ თავად "ჯენოას" მეკარის აგენტმა განაცხადა.

21:37 Goal.com-ის ინფორმაციით, "რეალის" მცველი დანიელ კარვახალი "ჩელსის" აინტერესებს. ლონდონელები ბრანისლავ ივანოვიჩის შემცვლელს ეძებენ.

21:46 "სქაი" - ალეშანდრე პატომ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება "ჩელსიში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.