სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ტრანსფერ ONLINE: პატო უკვე ლონდონშია
AutoSharing Option
09:44 28-01-2016
13:00 "ბარსელონამ" უარი თქვა ნოლიტოს ზამთარში შეძენაზე, ხოლო დენის სუარესის ტრანსფერი დენის ჩერიშევის გამო ჩაიშალა.

13:18 "ფენერბაჰჩემ" ემენიკე იჯარით "ვესტ ჰემ იუნაიტედში" გაუშვა.

13:19 "ეკიპის" ცნობით, "ლესტერმა" "ჩელსის" ლოიკ რემის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა.

13:51 "სანი" წერს, რომ "ჩელსიმ" მადრიდის "რეალს" შეატყობინა ედენ აზარის ფასი - 80 მილიონი გირვანქა.

14:27 "სქაი" წერს, რომ "ჩელსი", თითქოს, რობინ ვან პერსის უტრიალებს.

14:31 "ტუტო სპორტი" - "არსენალი" ზრდის წინადადებას ალვარო მორატას თაობაზე, ინგლისელები ესპანელში 61 მილიონ გირვანქას უხდიან "იუვენტუსს".

14:50 "ტუტო მერკატო" წერს, რომ "არსენალს" "ნაპოლის" ჟორჟინიოს ყიდვა სურს.

15:15 ესპანური (უფრო მადრიდული) პრესა ჯიუტად წერს, რომ ნეიმარი ისევ აინტერესებს "რეალს". თითქოს, ფლორენტინო პერესი ბრაზილიელ ვარსკვლავს წელიწადში 35 (!) მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო თავიდან ბონუსად 30 მილიონ ევროს.

15:25 "დიარიო AS" წერს, რომ დიეგო სიმეონე უკვე დაელაპარაკა ფერნანდო ტორესს და უთხრა, რომ მის ადგილს "ატლეტიკოში" ვეღარ ხედავს.

15:45 "სქაი" წერს, რომ მუსა დემბელე "ფულემს" აინტერესებს და "ტოტენჰემს" წინადადებას უმზადებს ბელგიელის თაობაზე.

15:57 "დეილი მეილი" ლუი ვან გაალის მეგობრების ნათქვამზე დაყრდნობით წერს, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი სეზონის ბოლომდე რჩება "მანჩესტერ იუნაიტედში".

16:00 სომეხმა ფეხბურთელმა არაზ ოზბილიზმა პირველად ივარჯიშა "რაიო ვალეკანოს" შემადგენლობაში.

16:04 გერმანული "სქაი" იუწყება, რომ "ლივერპულმა" წინადადებით მიმართა გელზენკირხენის "შალკეს" ჟოელ მატიპის თაობაზე. "ტრანსფერმარკტის" ინფორმაციით, მატიპის ფასი 14 მილიონი ევროა.

16:08 "კიკერი" ირწმუნება, რომ "ვოლფსბურგს" ძალიან სურს, "ბაზელიდან" 18 წლის ფორვარდი ბრელიო ემბოლო იყიდოს. ბოლო წინადადება მსუყე იყო - 27 მილიონი ევრო თინეიჯერის სანაცვლოდ, მაგრამ შვეიცარიელებმა გერმანელები მაინც უარით გაისტუმრეს.

16:15 "მირორს" "ვესტ ბრომვიჩიდან" აუხსნეს, რომ საიდო ბერაჰინოს არსად გაუშვებენ, არც "ტოტენჰემში".

16:32 გარეთ ბეილის აგენტმა "დეილი მეილს" უთხრა, რომ უელსელის შესაძლო გადასვლა "მანჩესტერ იუნაიტედში" ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ჭორია და სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.

16:40 "კადენა კოპესთან" რადიოინტერვიუში ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ ნეიმარი "ბარსელონადან" არსად მიდის.

16:52 "მირორი" წერს, რომ როდრიგო ბენტანკური "რეალს" 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

17:03 "ბრაიტონმა" ნორვეგიელი ჰენრიკ რორვიკ ბიორდალი გაიფორმა და წარადგინა კიდევაც.

17:15 "კიკერის" ცნობით, ლუკაშ პიშჩეკი "დორტმუნდს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა. ახალი კონტრაქტით, პიშჩეკი 2018 წლის ზაფხულამდე რჩება "დორტმუნდში".

17:22 ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ ოლივერ ტორესი უკვე შეუთანხმდა დორტმუნდის "ბორუსიას". "ატლეტიკო" 15 მილიონ ევროს მიიღებს 21 წლის ესპანელის სანაცვლოდ.

17:34 უცნაური ამბავი - პსჟ-მ ახალი კონტრაქტი გაუფორმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს. უცნაური კი ისაა, რომ ახალი კონტრაქტის ვადაც 2016 წლის ზაფხულში იწურება (როგორც ძველის). შეიცვალა ხელფასის რაოდენობა, თანაც იბრა მომატებულ ხელფასს სეზონის დასაწყისიდან აიღებს.

17:45 "ევერტონის" მეკარე ტიმ ჰოვარდი შესაძლოა, ამერიკაში დაბრუნდეს. კერძოდ, "კოლორადო რაპიდსში".

17:52 "დეპორტივომ" მწვრთნელ ვიქტორ სანჩეს დელ ამოს კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

18:08 ალეშანდრე პატო უკვე ლონდონშია, მას "ჩელსიში" გადასვლას "ტვიტერით" ფელიპე მასა ულოცავს.

18:15 "კალჩო მერკატოს" ცნობით, მილანის "ინტერმა" სევილიელი ევერ ბანეგა მოინდომა. "ნერაძურის" ის აბრკოლებს, რომ არგენტინელი წელიწადში 3 მილიონ ევროს ითხოვს.

18:22 რამირესი "ჩელსიდან" ჩინურ "ძიანსუ საინტიში" გადავიდა.

18:28 "უოტფორდიდან" "ბირმინგემში" 1,5 მილიონ ევროდ გადასული დიეგო ფაბრინი პუბლიკას წარუდგინეს.

18:40 ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, "რომა" შეუთანხმდა "ფენერბაჰჩეს" სეიდუ დუმბიას გაყიდვაზე. იტალიელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ დღეს დუმბია სტამბოლურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. რომაელებს ივუარელის გაყიდვა სურდათ და არა იჯარით გაშვება და, როგორც ჩანს, სურვილი აიხდინეს.

18:55 "ლივერპულის ექო" ირწმუნება, რომ ეიდენ მაკგიდით "ლიდს იუნაიტედი" დაინტერესდა და "ევერტონს" მისი იჯარა შესთავაზა.

19:00 Wales Online აცხადებს, რომ სებასტიან ალერი არ გადადის "უტრეხტიდან" "სუონსიში", როგორც ადრე იუწყებოდნენ.

19:11 "ოსასუნას" ნახევარმცველი მიკელ მერინო უახლოეს ხანებში "დორტმუნდის" ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ "მარკა" იუწყება. ფეხბურთელი თვის ბოლომდე გაივლის სამედიცინო შემოწმებას გერმანულ კლუბში. მის სანაცვლოდ "დორტმუნდი" 4-5 მილიონ ევროს გადაიხდის. მიკელ მერინო მხოლოდ 19 წლისაა.

19:16 "ნიუ იორკ რედ ბულზის" 20 წლის მცველი მეტ მიაზგა დღე-დღეზე გახდება "ჩელსის" ფეხბურთელი.

19:29 ალეშანდრე პატო უკვე ყველას ეუბნება, რომ "ჩელსი" მისი სახლია, რომ ის ყოველთვის ოცნებობდა ლონდონურ კლუბში თამაშზე.

19:33 "სანდერლენდი" დაინტერესებულია "ლორიანის" ლამინა კონეთი. ფრანგული კლუბი მზადაა მოსალაპარაკებლად.

19:52 ანდროს თაუნსენდმა გაიარა სამედიცინო შემოწმება "ნიუკასლში". გარიგება დასრულებულია - 15,8 მილიონი ევრო "ტოტენჰემში" "მიემგზავრება" ფეხბურთელის სანაცვლოდ.

19:55 "შანხაის" მწვრთნელმა გრეგორიო მანსანომ გამოაცხადა, რომ მის გუნდში ფრედი გუარინი გადავიდა. ნახევარმცველის სავარაუდო ფასი 10 მილიონი ევროა.

20:20 "ბრიუგეს" მცველი ოსკარ დუარტე "ესპანიოლში" გადავიდა, სადაც 2019 წლამდე ითამაშებს. ამიერიდან მისი გამოსასყიდი თანხა 15 მილიონი ევროა. დუარტემ "ბრიუგეში" 3 სეზონი გაატარა.

20:37 ეშლი კოულის ევროპული კარიერა დასრულდა - ინგლისელი "ლოს ანჯელეს გელექსიმ" აიყვანა.

20:54 "ნაპოლის" ნახევარმცველმა ჯონათან დე გუზმანმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა "სუონსი სიტიში", მაგრამ ბოლო მომენტში უელსურმა კლუბმა მის შეძენაზე უარი განაცხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.