სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ტრანსფერ ONLINE: ლეო "ესპანიოლში", ელ ნინიო "ბარსელონაში"
AutoSharing Option
09:42 26-01-2016
13:08 "ეკიპი" აცხადებს, რომ 17 წლის ნიჭიერი ფორვარდის, კილიან მბაპეს ხელში ჩასაგდებად ფავორიტი "არსენალია". მონაკოელის ხელში ჩაგდება "რეალს", "ბაიერნს", "ლივერპულს", პსჟ-ს და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურთ.

13:24 Sports Illustrated-ი წერს, რომ დიდიე დროგბა უახლოეს მომავალში "ჩელსიში" არ იმუშავებს. ფორვარდი "მონრეალ იმპექსში" რჩება.

13:29 "რომას" გენერალურმა დირექტორმა მაურო ბალდისონიმ განაცხადა, რომ კლუბი მოლაპარაკებას აწარმოებს ჩინელებთან ჟერვინიოს ტრანსფერის თაობაზე. "ტრანსფერმარკტი" ივუარეალის ფასად 15 მილიონ ევროს ასახელებს.

13:42 "სქაი სპორტს იტალია" წერს, რომ "ლესტერი" და "ინტერი" აწარმოებენ მოლაპარაკებას "სამპდორიასთან" ედერ მარტინესის ტრანსფერის თაობაზე. ინგლისელები გენუელებს 10,5 მილიონ ევროს სთავაზობენ, ფეხბურთელს კი 2,2 მილიონ ევროს ხელფასს, პლუს ბონუსებს.

13:50 მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ 11 წლის წინათ ლიონელ მესი ახლოს იყო... "ესპანიოლში" გადასვლასთან. მაშინ არგენტინელი ჯერ არ იყო "ბარსას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, პოჩეტინო კი ბარსელონელთა კაპიტანი იყო. "სულ რაღაც სანტიმეტრში ვიყავით ამ ტრანსფერთან. დღეს ეს წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ფაქტია", - აცხადებს "ტოტენჰემის" ამჟამინდელი თავკაცი.

13:54 "სქაი სპორტსი" წერს, რომ "სელტიკს" სურს "მანჩესტერ სიტიდან" იჯარით წაიყვანოს 18 წლის ნახევარმცველი პატრიკ რობერტსი. ეს ბიჭი "სიტიში" "ფულემიდან" გასულ ზაფხულს გადავიდა და მთავარ გუნდში სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

14:03 "დორტმუნდის" დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ განაცხადა, რომ გუნდი პიერ-ემერიკ ობამეიანგს 100 მილიონ ევროდაც კი არ შეელევა.

14:15 "იუვენტუსი"-"რომას" თამაშს დაესწრო "ბარსელონას" სპორტული დირექტორი რობერტო ფერნანდესი. იტალიური მედიის ინფორმაციით, "ბარსელონა" ეძებს გზებს პაულო დიბალას ხელში ჩასაგდებად. სხვათა შორის, თავად დიბალამ უკვე განაცხადა, რომ ლეო მესისთან ერთად თამაში სურს.

14:34 ინგლისში კვლავ მიდის დისკუსია, გადავა თუ არა ალეშანდრე პატო "ჩელსიში". ამბობენ, რომ ეს ტრანსფერი ჟოზე მოურინიომ მოიწონა, მაგრამ გუს ჰიდინკი ორჭოფობს. "დეილი მეილი" კი მიიჩნევს, რომ პატო "ჩელსიში" უკვე დღეს იქნება.

14:39 "სქაი სპორტსი" წერს, რომ "გალათასარაის" ბურაქ ილმაზის სანაცვლოდ "ვესტ ჰემი" 6,5 მილიონ ევროს გადაიხდის.

14:47 "შალკეს" ბოსმა კლემენს ტიონისმა განაცხადა, რომ კლუბი ცდილობს ხელში ჩაიგდოს "ტოტენჰემის" კევინ ვიმერი, რომელსაც ამ გუნდში დებიუტი სულ რაღაც 2 დღის წინათ ჰქონდა.

14:56 "ჩელსი" ახლოს არის განელი კრისტიან ატსუს მოცილებასთან. "ლურჯებმა" ის 2013 წელს იყიდეს, მაგრამ აფრიკელს არ ჩაუტარებია არც ერთი მატჩი ლონდონურ კლუბში. ის "მალაგაში" გადადის.

15:01 "სქაი სპორტსი" წერს, რომ "ტოტენჰემის" მოლაპარაკება "ნიუკასლთან" ანდროს თაუნსენდის თაობაზე ჩიხში შევიდა და მას ახლა "უოტფორდს" სთავაზობენ.

15:18 "დეილი სტარი" წერს, რომ ანტუან გრიზმანს "ატლეტიკოს" დატოვება საერთოდ არ სურს და არანაირ "ატლეტიკოში" ის არ მიდის.

15:25 "სანი" საკმაოდ ხმამაღალი სათაურით გვამცნობს, რომ რობერტ ლევანდოვსკი "რეალში" გადადის, მასში 100 მილიონ ევროს იხდიან.

15:38 ისევ "სანი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, "სევილიას" 27 წლის არგენტინელი ევერ ბანეგა 15 მილიონ ევროდ შეიძინოს.

15:47 "ეკიპი" იუწყება, რომ 30 წლის ფრანგი მატიო დებიუში დათანხმდა "ასტონ ვილაში" იჯარას.

15:52 "სანი" საოცარ რამეს წერს - როცა ფერნანდო ტორესს "ატლეტიკოში" იჯარა დაუსრულდება და "მილანში" დაბრუნდება, ის გახდება... "ბარსელონას" ფეხბურთელი. ცოტა ხნის წინათ "ელ ნინიოს" აგენტი წერდა, რომ მისი ფეხბურთელი ისეთ წინადადებას მიიღებს, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

16:08 "სქაი სპორტს იტალია" წერს, რომ "ინტერი" მზადაა, პსჟ-სგან ესეკიელ ლავეცი გამოისყიდოს. ინგლისელები კი წერენ, რომ "ჩელსი" ზაფხულს დაელოდება და ლავეცის უსასყიდლოდ წაიყვანს.

16:19 "სქაი სპორტსი" იუწყება, რომ "ჩელსი" ლოიკ რემის სეზონის ბოლომდე ერთ-ერთ პრემიერლიგურ კლუბში გაანათხოვრებს. ეს შეიძლება იყოს "კრისტალ პალასი" ან "ნიუკასლი", ანაც "ლესტერი".

16:27 "ბირმინგემ მეილის" ცნობით, ზაფხულში მარიო ბალოტელის აყვანას "ვესტ ბრომვიჩი" შეეცდება.

16:31 "მირორი" წერს, რომ მარიო სუარესი ახლოსაა "უოტფორდში" გადასვლასთან. "ფიორენტინას" 28 წლის ნახევარმცველი დაახლოებით 8 მილიონი ევრო ღირს.

16:39 დღის პირველი დადასტურებული ტრანსფერი - ფილიპ ჯურიჩი "ბენფიკამ" სეზონის ბოლომდე ბელგიურ "ანდერლეხტში" გაანათხოვრა.

16:42 კიდევ ერთი ტრანსფერი - 32 წლის დავიდ ბარალი "გრანადას" ფეხბურთელია. სეზონის პირველ ნახევარში ფორვარდი გაერთიანებულ საემიროებში თამაშობდა.

16:49 იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ უახლოეს დღეებში რამირესი "ჩელსიდან" ჩინურ "ძიანსუ საინტიში" გადავა. 28 წლის ბრაზილიელში ჩინელები 25 მილიონ ევროს გადაიხდიან.

16:58 "დეილი მეილი" რამირესის სატრანსფერო თანხას აზუსტებს - 32,5 მილიონი ევრო.

17:06 "ნიუკასლის" მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა განაცხადა, რომ მისი გუნდი იანვრის ბოლომდე ერთ ფორვარდს დაიმატებს.

17:13 "დეილი მეილის" ინფორმაციით, "ბირმინგემი" "მიდლსბროდან" 1,3 მილიონ ევროდ იტალიელ დიეგო ფაბრინის გადაიყვანს.

17:18 "ბლიჩერ რეპორტი" წერს, რომ კრისტიან ბენტეკემ კარგად იცის, რომ ის იურგენ კლოპის ფავორიტი ფორვარდი არ არის და ზაფხულში სხვაგან წავა. არ უნდა გაეტეხა ბენტეკეს კლოპის სათვალე...

17:26 "ატალანტამ" იჯარით აიყვანა ნახევარმცველი სერჟ გაკპე. 28 წლის ფრანგი "ჯენოაში" თამაშობდა.

17:36 "ატალანტა" ამაზე არ გაჩერდა, ბერგამოელებმა 20 წლის ფორვარდის, ანდრეა პეტანიოს გამოსყიდვა შეძლეს, რომელიც იჯარით "ასკოლიში" თამაშობდა.

17:54 პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა "შახტარიდან" ალექს ტეიშეირას შესაძლო ტრანსფერზე დასმულ კითხვას არ უპასუხა. მან განაცხადა, რომ ამის თაობაზე არაფერი იცის.

18:04 ვიქტორ ვალდესმა "სტანდარდში" პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ "ამაყობს" ბელგიური კლუბის მაისურის მორგებით.

18:13 ქპრ-ს ვარსკვლავებს იტაცებენ. "მირორის" ინფორმაციით, მეტ ფილიპსი 10 მილიონ ევროდ "ბორნმუთში" გადავა.

18:18 იგივე წყარო ამტკიცებს, რომ "ნორვიჩი" საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების და "უტრეხტის" ფორვარდ სებასტიან ალერზე ნადირობს. 21 წლის ალერი 8,5 მილიონი ევრო დაჯდება.

18:29 ფლორიან ტოვენი ახლოსაა "მარსელში" დაბრუნებასთან. ლაპარაკია ფეხბურთელის იჯარაზე.

18:47 "სელესაო ბრაზილეირა" აცხადებს, რომ უახლოეს საათებში "ბეტისი" ლეანდრო დამიაოს გაიფორმებს.

18:57 "გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ ფრედი გუარინი "შანხაის" 13 მილიონი ევრო დაუჯდება. ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ გუარინი უკვე დაემშვიდობა "ინტერში" თანაგუნდელებს.

19:17 ESPN აცხადებს, რომ "საუთჰემპტონი" იანვარში არ შეელევა იტალიელ გრაციანო პელეს.

19:46 "შანხაი" მზადაა, "ნიუკასლს" 10,5 მილიონი ევრო გადაუხადოს შეიხ ტიოტეს სანაცვლოდ.

19:50 25 წლის იტალიელი ნახევარმცველი ჯულიო დონატი "ლევერკუზენიდან" "მაინცში" გადაბარგდა და ახალ კლუბთან 2019 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

19:57 "მერკატო 365"-ის ცნობით, "ინტერი" მარტინ მონტოიას ფაბინიოთი შეცვლის.

20:06 "ბილდმა" დაწერა, რომ "ჩელსის" ბერტრან ტრაორეს იჯარა "ჰამბურგს" სურს. ადრე მისით "დორტმუნდიც" დაინტერესდა.

20:17 "სქაი სპორტს ალემანია" წერს, რომ "ბაიერნი" ეძებს ჟერომ ბოატენგის შემცვლელს, რომელსაც ტრავმის გამო ამ სეზონში თამაში აღარ მოუწევს. კანდიდატია "ვალენსიას" მცველი შკოდრან მუსტაფი, რომლის ფასი 25 მილიონი ევროა, თუმცა "ვალენსია" მეტს ითხოვს.

20:27 "სქაი სპორტს იტალია" ამტკიცებს, რომ მესუთ იოზილის გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება მადრიდის "რეალს" აქვს. თუ "სამეფო კლუბი" ამას არ გააკეთებს, მას რჩება იოზილის შემდგომი გაყიდვიდან 33%-ის მოთხოვნის უფლება.

20:34 ხიხონის "სპორტინგმა" იჯარით აიყვანა "პორტუს" 21 წლის მცველი იგორ ლიხნოვსკი, რომელიც ჩილეს მოქალაქეა.

20:40 "ტუტოსპორტი" წერს, რომ "ატლეტიკო" გამტან ფორვარდს ეძებს. მადრიდელებს თვალი ანტე ბუდიმირისთვის დაუდგამთ "კროტონედან". 24 წლის ხორვატის შესახებ აქამდე ბევრი არაფერი გაგვეგონა, ახლა კი აცხადებენ, რომ ანტე "ლაციოს", "იუვენტუსს", "ინტერსა" და "არსენალსაც" სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.